• რეკლამა
  • კონტაქტი
23:45, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეიდან ძალიან ფრთხილად ვიქნები, ვიდრე აქამდე ვიყავი, რადგან “ოცნება“ და რუსები ძალიან არიან კუდით გადაჯაჭვულები” – ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:32 08-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
783

სამხედრო რომ ხარ, პოლკოვნიკის ჩინს რომ მოგანიჭებენ და მაგრად გიხარია, დაახლოებით ასეთი განცდა მაქვს, – ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, ალეკო ელსიაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ელისაშვილი დიდ პატივად მიიჩნევს იმას, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის გამო, რუსებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

„რუსებმა კარგ ხასიათზე მომიყვანეს“-თქვა მან გადაცემა “დღის ამბებში“ ჩართვისას.

სამხედრო რომ ხარ, პოლკოვნიკის ჩინს რომ მოგანიჭებენ და მაგრად გიხარია, დაახლოებით ასეთი განცდა მაქვს. ძალიან დიდი პატივია, რომ უკრაინელი ხალხის ჩემს მიერ მხარდაჭერის გამო, რუსებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მე უკრაინაში პირველ რიგში იმან წამიყვანა, რომ საქართველოს და უკრაინის საერთო მტერთან მებრძოლა და საქართველოს ინტერესები დამეცვა. ძალიან ვიამაყებ მთელი ცხოვრება, რომ ძალიან მაგარ ბიჭებთან, როგორც უკრაინელ ასევე უცხოელებ მეომრებთან და პირველ რიგში ქართველ ბიჭებთან ერთად ვიყავი. მაინც ოროსნები არიან რუსები და ბევრი შეცდომები უწერიათ, მე ქართულში არა, უცხოურ ლეგიონში ვმსახურობდი, და მეორე, უწერიათ, რომ ფული აიღო და დაქირავებული მებრძოლი იყოო, მე მოხალისე ვიყავი და ერთი თეთრი არ ამიღია, ერთი იმათი ფული არ ამიღია, თავიდან ბოლომდე მოხალისე ვიყავი. ჩემი ფულით წავედი და წამოვედი, თვენახევარი ვიყავი იქ და ერთი სწორი რაც არის, ირპენის გათავისუფლების ოპერაციაში ვმონაწილეობდი, რითაც ვამაყობ. რუსებმა კარგ ხასიათზე მომიყვანეს, -განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილი ამბობს, რომ “ოცნება“ და რუსები ძალიან გადაბმულები არიან და დღეიდან ძალიან ფრთხილად იქნება.

დღეიდან ძალიან ფრთხილად ვიქნები, ვიდრე აქამდე ვიყავი, რადგან “ოცნება“ და რუსები ძალიან გადაბმულები არიან და კუდით გადაჯაჭვულები, თუმცა, რამე განსაკუთრებულ საშიშს ამაში ვერაფერს ვხედავ, პირიქით. რუსებს ჩემი დაჭერა უნდათ და დაუსწრებლად ძებნა გამოაცხადეს ჩემზე და აგერ “ქართული ოცნება“ რუსების ხელით, იგივეს ასრულებას აპირებს, მაგრამ უნდა დავამარცხოთ ესენი,- განაცხადა მან.

ელსიაშვილი ამბობს, რომ დაკავების არ ეშინია და არ დარდობს იმაზე, დაიჭერენ თუ არა.

დამიჭერენ, დამჭირონ, ამათმა შეაშინონ ერთმანეთი, რუსებმა ესენი და ამათმა უქიცინონ კუდი. პატარა ბავშვები და ქალები სხედან, გაუტეხელი და მედგარი. არ გვეშინია, უნდა მივაწვეთ-დასძინა მან.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.  მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება უკრაინის მხარეს „დაქირავებული მებრძოლობისთვის“, რომელიც დასრულდა და საქმე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლოს გადაეცა.

მას ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) დაუსწრებლად წაუყენეს.
რუსეთის პროკურატურის თანახმად, 2022 წლის მარტში ელისაშვილი უკრაინაში ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა. მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, მათ შორის კიევის ოლქის ქალაქ ირპენის ბრძოლებში. 2022 წლის აპრილში მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და დაბრუნდა საქართველოში.
ე.წ. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?
ახალი ამბები

საბანკო მომსახურება ურიგოდ – რა შესაძლებლობები აქვს თიბისის მობაილბანკს?

16:43 10-16-2025
15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი –  „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.
ახალი ამბები

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა.

14:39 10-16-2025
ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე
ახალი ამბები

ისარგებლე თიბისის ახალი ფუნქციონალით- გადარიცხე თანხა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე საკომისიოს გარეშე

14:17 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved