პროკურატურის მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს, ირაკლი დგებუაძეს სასტიკ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. ხმაურიანი განცხადება ჯემალ ზანდარაძემ თავდაპირველად, მოსამართლე ნინო სახელაშვილის [მოსამართლე, რომელმაც მხია ამაღლობელი ციხეში გაუშვა] თანდასწრებით გააკეთა და თქვა, რომ ბათუმის პოლიციის მაშინდელი უფროსი სხვა პოლიციელებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გაუსწორდა.
ჯემალ ზანდარაძე 2025 წლის 3 ივნისს ხელვაჩაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეა.
საუბარია 33 წლის ბესო ბოლქვაძის მკვლელობაზე, რომელიც სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი, მდინარეში გადააგდეს.
ჯემალ ზანდარაძე მკვლელობიდან რამდენიმე დღეში აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობაში გამოკითხეს, სადაც მისი თქმით, მას “უმოწყალოდ ურტყამდნენ” და პოლიციისთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ.
ჯემალ ზანდარაძე, ტვ პირველთან ამბობს:
ირაკლი დგებუაძე არის ადამიანი, რომელსაც განათლება არ აქვს. ზოგადად, გაუნათლებელი ადამიანები იქცევიან ასე. სახეზე მახსოვს, გვარი და სახელი არ მახსოვს. [სხვა პოლიციელების, რომლევიც ცემაში იღებდნენ მონაწილეობას].
[ცემის ფაქტის შესახებ] პროკურორისთვის მქონდა ნათქვამი. გამომომძიებელმა დამიბარა ამ თემასთან დაკავშირებით, ცემის შედეგად, ტრავმა მაქვს მიღებული, ამაზე ექსპერტიზა ჩატარდებაო.
სამნი იყვნენ, უმოწყალოდ მირტყამდნენ. რა თქმა უნდა, მათ ირაკლი დგებუაძე ხელმძღვანელობდა, პირველი მან დაიწყო”- აცხადებს ჯემალ ზანდარაძე.
ცნობისთვის, ირაკლი დგებუაძე ის პოლიციელია, ვისზე სილის გაწვნის ფაქტზე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობაში გაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას არ ჰქონდა დაზიანება და მეტიც, ექსპერტმა პროცესზე თქვა, რომ მისი ტკივილის განცდა ვერ იქნებოდა ობიექტური.














კომენტარები