• რეკლამა
  • კონტაქტი
00:49, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დგას ძაღლი და ჰგონია, რომ ადამიანი გავიდა იქვე და ორ საათში დაბრუნდება, თვალს აყოლებს გამვლელებს და უკვირს…” – კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
13:52 03-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
523
მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, “წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების” დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე:
არ არსებობს იმაზე უფრო საშინელი, ანგელოზივით გულუბრყვილო ლოდინი,
მიტოვებული ძაღლი რომ ელის პატრონს მეთქი – უნდა დამეწერა, მაგრამ პატრონი წაშლილი სიტყვაა იმ ადამიანის ლექსიკონში და გაუგებარი.
დგას ძაღლი და ჰგონია, რომ ადამიანი გავიდა იქვე და ორ საათში დაბრუნდება. თვალს აყოლებს გამვლელებს და უკვირს, რატომ არ არის ეს ის კაცი ანდა ქალი, ვისაც იცნობდა.
დავწერდი ასეთ მეტაფორებს, ზედაპირულებს:
ადამიანი, ვინც დატოვა საკუთარი ძაღლი, მასთან ერთად საკუთარი ადამიანობა დატოვა და ვინც წავიდა და აღარ დაბრუნდება, საკუთარი ადამიანობიდან წავიდა-მეთქი, მაგრამ სასაცილოა.
რადგან სასაცილოა, ის ვინც ,,ადამიანი” საქებარ სიტყვად მოიგონა.
ძაღლებს არ აქვთ პასუხი საკუთარ შეცდომებზე, ადამიანებს აქვთ –
ერთის პასუხი და მეორეს უპასუხობა იგივე მიზეზითაა – ძაღლებიც და ადამიანებიც სულ მართლები არიან, ოღონდ ძაღლებმა არ იციან რას აშავებენ, თუ აშავებენ და ადამიანებმა – შესანიშნავად. ამიტომაც არის ორივე სულ მართალი. ამიტომაც არის სამართალი სხვადასხვა და მხოლოდ სიტყვით გაუზომელი.
ადამიანს, ვინც წუხელ საკუთარი ძაღლი ქუჩაში დატოვა,
სიზმრები აღარ ესიზმრება – ამის მერე
არ შეიძლება იძინებდე და სიზმარს უძლებდე.
,,რა იცი, როგორ უჭირდა, რომ ტოვებდა?” – ამბობს სავლე და სავლე ამბობს – ,,ეგებ დაუღრღნა ყველაფერი? პაპამისის დატოვებული ტახტი, მამიდამისის დატოვებული ხელჩანთა?”
ამიტომაც, ეს ლექსი ეძღვნება
ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია გაუყოს,
არ შეუძლია დათმოს
და მოითმინოს.
ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია თვალები დახუჭოს იმაზე, რომ უჭირს და საკუთარი პური გაუყოს.
არ შეუძლია თვალი დახუჭოს იმაზე, რომ დაგლეჯილი ნივთი ნახა.
არ შეუძლია თვალი დახუჭოს იმაზე, რომ ყეფა აღვიძებს.
თვალი დახუჭოს და სიზმრები ვეღარ ნახოს.
#giorgikekelidze #გიორგიკეკელიძე
ლოდინის სიმღერა
#ძველისიმღერები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved