სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დეზერტირების ბაზარში, ეგრეთ წოდებულ „გვირაბში“, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.
სააგენტოს ცნობით, შემოწმებული 10 ობიექტიდან კრიტიკული შეუსაბამობების გამო, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა 6 ბიზნესოპერატორს (5 ინდმეწარმეს და შპს „დანტეს“).
ინსპექტირების შედეგად დაილუქა გაურკვეველი წარმომავლობის 40 კილოგრამი ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა.
კომენტარები