• რეკლამა
  • კონტაქტი
00:50, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დეტექტივმა გვითხრა, თუ ოქმში ნახსენები იქნებოდა შვილის გამო ნერვიულობა, ხელმძღვანელობა დაიწყებდა გამოძიებას და მიცვალებულს გადაიყვანდნენ ექსპერტიზაზე –ნინი გოგაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:26 09-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,148

სოსო გოგაშვილის ქალიშვილი ნინი გოგაშვილი, ბებიის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერს:

“26 სექტემბერი, პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი მაგალითი.

“გუშინ, სასწრაფომ დაადასტურა ბებოს გარდაცვალება, შესაბამის დოკუმენტში დააფიქსირა, რომ იგი გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. ბებოს გადატანილი ჰქონდა ინსულტი და ბოლო ორი თვის განმავლობაში რომ ვერ ნახა მამაჩემი, ამ ამბავს განიცდიდა, რამაც ბუნებრივია დაამძიმა მისი მდგომარეობა. სასწრაფოს ექიმმა გვითხრა, რომ სტანდარტულად, გარდაცვალების შემდეგ, ინფორმაციას გადასცემენ პოლიციას და ჩვენც უნდა დავლოდებოდით მათ. დაახლოებით 16:40 სთ-ზე მოვიდა 2 დეტექტივი, წარმოგვიდგინეს ორი ოქმი, სადაც უნდა დაეფიქსირებინათ ოჯახის პოზიცია და ხელმოწერა. ჩვენ მოვახსენეთ, რომ 76 წლის ბებოს გადატანილი ჰქონდა ინსულტი და 2 თვე რომ ვერ ნახა შვილი, ნერვიულობდა, რის შემდეგაც დეტექტივმა გვითხრა, რომ თუ ამ ოქმში ნახსენები იქნებოდა შვილის გამო ნერვიულობა, ამის გამო ხელმძღვანელობა დაიწყებდა გამოძიებას და მიცვალებულს გადაიყვანდნენ ექსპერტიზაზე! ჩვენ პრეტენზია არ დაგვიფიქსირებია ოქმში ვინმეს მიმართ, მეორე ოქმში ასევე ხელი მოვაწერეთ, რომ უარს ვაცხადებდით ექსპერტიზაზე და გამოძიების დაწყებაზე, ასევე გვქონდა სასწრაფოს შესაბამისი დასვკნაც. ჩვენ გვსურდა გარდაცვლილი გადაგვესვენებინა სოფელში. დეტექტივმა მომაწერინა ხელი ორ ოქმზე და ველოდებოდით, რომ ორი დეტექტივი დატოვებდა სახლს და ვემზადებოდით ჩვენც წასასვლელად, მაგრამ უცბად, ჩვენს სახლში მოვიდა დიდუბე-ჩუღურეთის მე-3 სამმართველოს მთლიანი შემადგენლობა: უფროსი, უფროსის ორივე მოადგილე, უფროსი დეტექტივები, უმცროსი დეტექტივები, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებლები, ასევე კრიმინალ-ექსპერტები და სამედიცინო ექსპერტი. საბოლოოდ, ჩვენს სახლში ოჯახის წევრებზე მეტი რაოდენობის სამართალდამცავი იყო, რომლებიც გადანაწილებულები იყვნენ საძინებელში, მისაღებ ოთახში და აივანზე. თითქმის ყველა მათგანი აქტიურად იღებდა და აგზავნიდა ტელეფონზე შეტყობინებებს, ესაუბრებოდნენ ტელეფონზე ხელმძღვანელებს და ერთგვარი მორიგი სპეცოპერაციის მომსწრე გავხდით ოჯახის წევრები, მეგობრები და დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი. ჩვენს სახლში იმიტომ გახდა საჭირო ამდენი სამართალდამცავის მოსვლა და ამ სცენის დადგმა, რომ კიდევ ერთხელ გავემწარებინეთ, რადგან გოგაშვილები ვართ. არაერთხელ ვკითხე სამმართველოს უფროსს სანდროსა და მის მოადგილეს ჯაბას, რის საფუძველზე ხდებოდა ეს ყველაფერი, მიცვალებულისთვის უნდა აღგვესრულებინა ყველა საჭირო წესი და გადაგვესვენებინა სოფელში, რაზეც მპასუხობდა, რომ 10 წუთი დავლოდებოდით, ასე გაგრძელდა 3 საათი და ყოველ 10 წუთში ერთხელ ჩემს კითხვაზე იგივე პასუხს ვიღებდი, პარალელურად ვთხოვდით მთელი ოჯახი, რომ სახლი დაეტოვებინათ და გადაენაცვლათ სადარბაზოში, რაზეც არ დაგვთანხმდნენ. შემდეგ მითხრეს პირადად მე, რომ უნდა გადაეღოთ ჩემთვის ვიდეო, სადაც ვიტყოდი, რომ უარს ვაცხადებდით ექსპერტიზაზე და გამოძიების დაწყებაზე, რაზეც უარი ვუთხარი და ბოლოს იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი აუდიო ჩანაწერზე, რათა ამის შემდეგ მაინც წასულიყვნენ და ოჯახისთვის უფლება მოეცათ, ასეთ რთულ მდგომარეობაში, მშვიდად გადაგვესვენებინა ბებო სოფელში. როდესაც ხმას იწერდნენ, დავინახე ჩუმად როგორ მიღებდა ვიდეოს უფროსი დეტექტივი გიორგი კენჭოშვილი, რაც გავაპროტესტე, მოვთხოვე ვიდეოს წაშლა, რადგან იგი ჩემი ნების საწინააღმეგოდ მიღებდა. ჩაიწერეს ტელეფონში ჩემი ხმა და ველოდებოდით, რომ ახლა მაინც წავიდოდნენ, მაგრამ ისევ ელოდებოდნენ მითითებებს რამდენიმე საათი, ასევე პროკურორი სოფო ბარაბაძე ურეკავდა გამომძიებელს და დამატებით კატეგორიულად ითხოვდა გარდაცვლილის შვილის, მაია გოგაშვილის ვიდეოსაც ! წარმოიდგინეთ, დედა გარდაეცვალა ადამიანს და სთხოვდნენ ვიდეოების გადაღებას !!! საბოლოოდ, სამართალდამცავებმა მხოლოდ ადვოკატთან გასაუბრების შემდეგ გადაინაცვლეს სადარბაზოში.
ოჯახის წევრების სურვილის საწინააღმეგოდ, მიუხედავად სასწრაფოს დასკვნისა, დეტექტივის მიერ შედგენილი ხელმოწერილი ოქმებისა და ჩვენი აუდიო ჩანაწერებისა, სადაც აღვნიშნეთ, რომ უარს ვაცხადებდით ექსპერტიზაზე და გამოძების დაწყებაზე, მიცვალებული ექსპერტიზაზე აღარ გადაიყვანეს, ადგილზე შეამოწმა გარდაცვლილი სამედიცინო ექსპერტმა, რომელმაც არ დაფიქსირდა მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მაგრამ მაინც დაიწყეს გამოძიება სსკ 115-ე მუხლით, რაც გულისხმობს თვითმკვლელობამდე მიყვანას. რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და რატომ გახდა ამის საჭიროება ამაზე პასუხი ვერ გვითხრეს.
სამართალდამცავებმა 21:30 საათზე დატოვეს მისამართი, ანუ დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იყვნენ ჩვენთან. გუშინ, რამდენიმე ,,სამართალდამცავი’’ ჩვენს მდგომარეობაზე ირონიულად იღიმოდა, ალბათ ძალიან სასიამოვნო იყო მათთვის ჩვენი ასეთ მდგომარეობაში ნახვა. ასევე მათ შორის იყო რამდენიმე სამართალდამცავი, რომლებსაც სიამოვნებას არ ანიჭებდათ იმის კეთება, რასაც ავალებდნენ, მათ სახელებსა და გვარებს არ დავწერ, პრობლემები რომ არ შეუქმნას ხელმძღვანელობამ, მაგრამ მომავალში აუცილებლად პირადად გადაგიხდით მადლობას მამაჩემთთან ერთად.
ახლა თქვენ გადაყწვიტეთ, რეალურად რას წარმოადგენს ,,რუსული ოცნება’’ (ბოლშევიკები).”
თეგები: ნინი გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved