• რეკლამა
  • კონტაქტი
18:45, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დერეფნის განვითარების სანაცვლოდ აშშ-მ სომხეთს თავდასხმის წინააღმდეგ გარანტია შესთავაზა – Axios

ალია ავტორი - ალია
22:06 08-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
466

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს უმასპინძლებს, სადაც მხარეები სამშვიდობო შეთანხმებას გააფორმებენ.

როგორც გამოცემა Axios აღნიშნავს, მხარეებს შორის შეთანხმება ტრამპის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება და დაეხმარება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტის დასრულების პროცესს. ამასთან, ეს იქნება მორიგი შანსი ტრამპისთვის, რათა თავი წარმოაჩინოს როგორც მშვიდობის დამმყარებელი – რუანდა-კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ინდოეთი-პაკისტანისა და კამბოჯა-ტაილანდს შორის მიღწეული შეთანხმებების შემდეგ.

აშშ-ს შუამავლობით მიღწეული შეთანხმების მიზანი მშვიდობის უზრუნველყოფაა, თუმცა, მას მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტებიც ერთვის.

გამოცემის ცნობით, სომხეთი დათანხმდა საკუთარ ტერიტორიაზე 43.5 კმ-ის სიგრძის დერეფნის შექმნას, რომლის განვითარებაზეც აშშ იზრუნებს და რომელსაც “ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” ეწოდება. დერეფანი აზერბაიჯანის დიდ ნაწილს თურქეთის საზღვართან მდებარე მცირე ზომის აზერბაიჯანულ ანკლავთან დააკავშირებს.

დერეფანი საშუალებას მისცემს ადამიანებსა და სავაჭრო საქონელს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის და ასევე, მის ფარგლებს გარეთ, ცენტრალურ აზიაში გადაადგილდნენ ირანის ან რუსეთის გავლის გარეშე, რასაც ამჟამად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჩაკეტილი საზღვარი აფერხებს.

ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტის მოგვარების მცდელობაში მიმდინარე წლის მარტიდან ჩაერთო, მას შემდეგ რაც ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ბაქოში მოსკოვიდან, დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდა. ამის შემდეგ, მოლაპარაკებების მიზნით, რეგიონში ხუთჯერ ჩავიდა უიტკოფის სპეციალური წარმომადგენელი, არიე ლაითსთოუნი.

ასევე, როგორც Axios წერს, ტრამპის ადმინისტრაციამ სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა იდეა, რომ აშშ-სთვის სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე ნებართვის მიცემით, ის ვაშინგტონში მეგობარს და ძლიერ გარანტს შეიძენდა აზერბაიჯანის მხრიდან მომავალში თავდასხმის წინააღმდეგ.

გამოცემასთან საუბრისას, ანონიმურმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ “ეს შეთანხმება სომხეთს მსოფლიოსთვის გახსნის და ირანზე დაყრდნობის ნაცვლად, მათ ახლა მთავარ პარტნიორად აშშ ეყოლებათ”.(ტაბულა)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved