• რეკლამა
  • კონტაქტი
18:46, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დეოლიგარქიზაცია და ივანიშვილის სანქცირება ომის წინაპირობაა? – რას ამბობს წულუკიანი

ალია ავტორი - ალია
21:12 09-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
336

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, დავით არახამიას იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, “ძვირფასო ქართველობო, სამწუხაროდ, თუ თქვენი ძალებით ვერ ახერხებთ დეოლიგარქიზაციას, ჩვენ დაგეხმარებით”.

თეა წულუკიანი:

„ბატონი არახამია, როგორც ვამბობთ ხოლმე, ჩვენთან უკვე არის პროგრამაში, რადგან დღე ერთია და რამდენიმე განცხადებას აკეთებს საქართველოსა და მის შიდა პოლიტიკურ საქმეებზე, რისი უფლებაც, არ მგონია, ჰქონდეს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს. უბრალოდ ვუპასუხებდი, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება იმაში, რომ ამ ქვეყანაში ატყდეს ომი, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება დახმარება, რომ ამ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და იღუპებოდნენ ადამიანები.

პირიქით, სულ სხვა სტილით ვმართავთ ქვეყანას და ყველაფერს ვაკეთებთ. მთავრობა და პარლამენტი აკეთებს ყველაფერს, ხანდახან შეუძლებელსაც, იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა, იმისთვის, რომ ბავშვები დილით კარგ ხასიათზე მიდიოდნენ ბაღებში, სკოლებში და ზაფხულში ისვენებდნენ მშვიდობიან გარემოში, მათი მშობლები არ ნერვიულობდნენ იმაზე, რომ შეიძლება სიცოცხლეს საფრთხე შეექმნათ. ეს არის ჩვენი კრედო.

მინდა, ვუთხრა ბატონ არახამიას, მისი დახმარება ჩვენ არ გვჭირდება, რადგან ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის. მინდა, უკრაინას ვუსურვო, რაც შეიძლება მალე მშვიდობის დამყარება, ტერიტორიების გამთლიანება და სუვერენიტეტის გაძლიერება. მინდა, ბატონ არახამიას ვურჩიო, სწორედ ამ საქმით დაკავდეს და არა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით. შეგახსენებთ ბატონო დავით, თქვენთან არის ომი, ამიტომ ამ საქმეს მიხედეთ და ამ საქმეში გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ“

“როგორც შეგპირდი ბატონო ივანიშვილო, დიდი მოკითხვა უკრაინიდან” – არახამია სანქციების შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved