• რეკლამა
  • კონტაქტი
14:30, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების და მომსახურებების სია

ალია ავტორი - ალია
14:09 01-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
392

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 პროცენტით განისაზღვრა.

ასევე, საქსტატის სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით 2023 წლის დეკემბერთან შედარებით 2024 წლის დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების და მომსახურებების ათეული კი ასეთია: მწვანილი გაძვირებულია 117%-ით, ნიორი 46%, ბადრიჯანი 45%, მწვანე ლობიო 43%, პომიდორი 31%, კივი 28%, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 28%, კომბოსტო 25%, თვითმფრინავით მგზავრობა 23%, კიტრი 21%.

ახლა კი დეტალურად, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.6 პროცენტი), თევზეული (0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-1.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.5 პროცენტი);
  • ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (2.2 პროცენტი) ქვეჯგუფზე;
  • ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში 0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.2 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (0.2 პროცენტი);
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.7 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.
  • საქსტატის სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსების მიხედვით 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 2024 წლის დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების და მომსახურებების ხუთეული ასე გამოიყუჯრება ბადრიჯანი 39%, ყურძენი 30%, კიტრი 22%, მწვანე ლობიო 12%, მწვანილი 12%.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (5.5 პროცენტი), თევზეული (4.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-0.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-0.6 პროცენტი);
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (9.2 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.0 პროცენტი);
  • ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (4.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.8 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (1.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.4 პროცენტით, რაც 0.33 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (23.3 პროცენტი), დაზღვევა (12.9 პროცენტი), საფინანსო  მომსახურება (4.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (3.1 პროცენტი);
  • კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.47 პროცენტული პუნქტით აისახა; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2 პროცენტიანი კლება, რაც -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-5.3 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (-0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (5.7 პროცენტი).

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved