• რეკლამა
  • კონტაქტი
19:45, სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რა საკითხებზე ისაუბრეს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან

ალია ავტორი - ალია
22:22 09-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,785

მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა ქვეყნებს შორის ურთიერთობა იყო – როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოიზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზესაუბარი ძირითად შეეხო უმთავრეს პრობლემატურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მისივე განცხადებით, ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამბობს, რომ შეხვედრაზე ოკუპირებული ტერიტორიები ქართული ეკლესიისთვის „მოუშუშებელ ჭრილობად“ დასახელდა, თუმცა მხარეებმა აღნიშნეს, რომ არსებობს გარკვეული რესურსი ამ რეგიონებში საეკლესიო წეს-ცხოვრების მოსაწესრიგებლად.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში სტუმრად ეწვია მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია. ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტის ანტონის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობებს მოსკოვის საპატრიარქოსას. შედგა საუბარი. საუბარი, რა თქმა უნდა, ეხებოდა იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან და მოსკოვის პატრიარქისგან იყო მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ შიო მესამისადმი, მისი მისი პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით.

საუბარი ძირითად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემატურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და უდევს საფუძვლად. ამიტომ გზები არის საპოვნელი იმისთვის, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი პრობლემები. ითქვა, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვის, სრულიად საქართველოსთვის. ორივე მხრიდან იქნა აღნიშნული რომ არსებობს გარკვეული რესურსი იმისა, რომ ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს.

გაიხსენეს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა და ღვაწლი.

ასე რომ მთლიანობაში ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა შემდგომში გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს იმისთვის, რომ ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

თეგები: ანდრია ჯაღმაიძესაპატრიარქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისიმ ემიგრანტებისთვის ფულადი გზავნილების გათამაშება დაიწყო

13:13 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved