• რეკლამა
  • კონტაქტი
09:01, ორშაბათი, 12 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დეგნანი ამას არ გაატარებს, მას სხვა ელჩები უყურებენ… “დ ა ა ტ ო რ მუ ზ ე თ”! ეს ცუდად დამთავრდება” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
19:39 08-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,205

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

“ISFED არავითარ შემთხვევაში არ აღიარებდა მანიპულაციას (`შეცდომა` რომ დაარქვეს მაშინ) 2020 წლის არჩევნებისას ე.წ. `პარალელური დათვლის` პროცესში, თუ არა ამერიკის ელჩი, კელლი დეგნანი

როდესაც შალვა პაპუაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეხვდა კელლი დეგნანს და ყველაფერი აუხსნა, ელჩი დაეთანხმა, რომ `პარალელური დათვლის` პროცესში ნამდვილად იყო მიზანმიმართული მანიპულაცია.
გავითვალისწინოთ, რომ ელჩ დეგნანს შეეძლო ეთქვა: `თქვენ ალაოდ ხომ არ ხართ, საელჩო არასამთავრობო ორგანიზაციის საქმეში როგორ ჩაერევაო` და მხრები აეჩეჩა.
მაგრამ მრავალნაცადი `დიპლომატიური მგელი`, კელლი დეგნანი ასე არ მოიქცა.
იგი მიხვდა, რომ იმჯერად მართლა `თამაშის წესთა` დარღვევასთან ჰქონდა საქმე, ამიტომ ელჩმა დაიბარა USAID წარმომადგენელი, რომელიც აფინანსებს ISFED-ს და უბრძანა (დიახ უბრძანა, რადგან USAID სახელმწიფო ორგანიზაციაა) მიეხედა ამ საქმისთვის.
USAID-მა კი უბრძანა ISFED-ს: `ეგეთები არ მოსულა, ახლავე გამოდით და თქვით, რომ არასწორი იყო. კი ბატონო, `მანიპულაციას` ნუ იტყვით, მაგრამ თქვით, რომ შეცდომა დაუშვითო`.
და პერსონალურად ვინც იყო იმ დროს ამ NGO-ს ხელმძღვანელი, იმას დააბრალეთ ყველაფერი და გაუშვითო`.
დააბრალეს, გაუშვეს, აღიარეს.
კი…… დედისმათის შვილები იყვნენ არ შეესრულებინათ რასაც ამერიკელები ეტყოდნენ.
ოღონდ…….კვლავ ვიმეორებ: რომ არა ელჩი დეგნანი, მამა-ღმერთი ვერ აიძულებდათ ეს ეღიარებინათ, სულ რომ გადაფხრეწილიყო შუაზე მთელი მმართველი პარტია. თითსაც ვერ დააკარებდნენ.
მაგრამ….როდესაც შალვა პაპუაშვილის `მისვლის` შემდეგ კელლი დეგნანი ამ საქმეში ჩაერთო, მას (ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ) ექნებოდა ერთი თხოვნა ანუ მოთხოვნა `ოცნებისადმი`:
`მე დაგეხმარებით, რომ ოპოზიციის ეს უძლიერესი არგუმენტი, როგორიცაა `პარალელური დათვლა`, გაბათილდეს, მაგრამ თქვენ დაგვეხმარეთ იმაში, რომ არ მოხდეს ამ აღიარების შემდეგ ISFED-ის შევიწროვება, რადგან ამ ორგანიზაციას 25 წელია ამერიკის სახელმწიფო აფინანსებს და ეს USAID-ის ანუ ამერიკის დისკრედიტაცია გამოვა. იკმარეთ აღიარება, იკმარეთ სტაფის შეცვლა და გაატარეთ`~
ასეთი იყო ელჩ დეგნანის პირობა და ეს პირობა ოცნებამ მიიღო!
დიახ, დიახ, თუ გახსოვთ, მაშინ არ ჟღერდა (სწორედ ამიტომ არ ჟღერდა!) მოთხოვნები `სისხლის სამართლის საქმის` აღძვრის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამ დონის მანიპულაცია სამართლებრივი შესწავლის საგანი აუცილებლად გახდებოდა.
მაგრამ ასეთი იყო პირობა და ოცნებამ თავდაპირველად ეს პირობა პატიოსნად დაიცვა!
აი ახლა რაც ხდება ISFED-ის მიმართ, კელლი დეგნანის აზრით (და ობიექტურადაც) , არის პირობისა და `თამაშის წესთა` დარღვევა!
ამიტომ დღეს ელჩმა გააკეთა უპრეცედენტოდ რადიკალური განცხადება: `არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას 2020 წლის არჩევნები არ უცვნია როგორც Free and fair ანუ როგორც თავისუფალი და პატიოსანიო`.
ეს განცხადება იცით რას ნიშნავს?!
დიპლომატიურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ ელჩმა, პირველად, ეჭვქვეშ დააყენა ხელისუფლების ლეგიტიმურობა!
საბოლოო ანგარიშით, დიახაც, ამას ნიშნავს.
კი მაგრამ….ხალხნო….ცოტა დავა…..`ტორმუზოთ` რა…..რას ვაკეთებთ? არ შეიძლება ასე!
კელლი დეგნანი არ ცნობს არგუმენტს (და იქნება მართალი), რომ ISFED-ს არ უნდა მიეღო მონაწილეობა `ძალა ერთობაშია` აქციებში.
ეს მაგარი გოიმური ბრალდება-პრეტენზიაა ელჩის მიმართ: კელი დეგნანი ასე `ხელით` არ მართავს ISFED-ს.
თუმცა, ის მიტინგი რომ მშვიდობიანად კი არ დაშლილიყო, არამედ სადმე `შევარდნილიყო` და ხელისუფლებას რევოლუციონერები დაერბია, ელჩი განსაკუთრებულ პროტესტსაც არ გამოთქვამდა.
პოლიტიკაში ყველაზე მიუღებელი თამაშის წესთა და პირობის დარღვევაა.
დეგნანი ამას მიჩვეული არ არის – გრუზიაში პირველადაა და ამას არაფრის დიდებით არ გაატარებს.
მას სხვა ელჩები უყურებენ.
და ვაშინგტონშიც ყურადღებით აკვირდებიან.
დ ა ა ტ ო რ მუ ზ ე თ!
გეუბნებით, ეს ცუდად დამთავრდება.
იმასთან შედარებით რაც კელლიმ გაგიკეთათ 2020 წელს, როცა ISFED აიძულა (!), ფაქტობრივად მანიპულაცია ეღიარებინა (ოღონდ ერთი თხოვნა ჰქონდა, ამას გაგრძელება არ მისცემოდა), ეს რაც ახლა ხდება – ამ ნაწილობრივ დისკრედიტირებული ორგანიზაციის კონსულტაციებზე არშეშვება და იმ უბადრუკად|სასირცხვილოდ დასრულებულ მიტინგში ISFED-ის მონაწილეობა თუ `ტექნიკურ მთავრობაზე` სრულიად ფუჭი ხელმოწერა არის წვრილმანი, პაწაწკინტელა შურისძიება!
აბსოლუტურად უჭირო და კონტრპროდუქტიული, – არაფრის მომცემი გულის ფხანის გარდა.
მეტი ელასტიურობა რა….მეტი პროფესიონალიზმი….მეტი ჭკუა ბოლოს და ბოლოს.
ნუ გაამძვინვარებთ მგელს.
მით უმეტეს, რომ არ დაუმსახურებია.”

რევოლუციური სცენარი, თუ პარტიების პარლამენტში შესვლა? – დეგნანი

თეგები: დათო გამცემლიძეკელი დეგნანიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved