• რეკლამა
  • კონტაქტი
07:41, ორშაბათი, 6 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,დედისერთა ყოფილა უბედური.. 16 წლის იყო..ომსაც აქვს თავისი კანონები, ტყვე ხელშეუხებელია,ხელ-შეუ-ხე-ბე-ლიიი!!!” – ომის ქრონიკები

ალია ავტორი - ალია
00:55 04-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,268

ჟურნალისტი ირინე გოგოსაშვილი:

,,ოჩამჩირის რაიონში, სოფელ მერკულაში ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ რამდენიმე ტყვე აიყვანეს ჩვენებმა…
მათ შორის 16 წლის ბიჭი, რომელმაც ავტომატი იქვე მდინარეში გადააგდო და ხელაწეული ჩაბარდა მოწინააღმდეგეს…..ამ ბრძოლაში , როგორც ჩვენი ისე მეორე მხარის მეომრებიც დაიღუპენ და დღეს არ დავწერ ,ტყვედ 16 წლის ბიჭი რომელ სამხედრო დაჯგუფებას ჩაბარდა…..
შტაბში რომ მოიყვანეს, თავი მთლიანად დაბინტული ჰქონდა და მარჯვენა ყურთან სისხლის დიდ რაოდენობას გამოეჟონა…..ფეხში ტყვია ჰქონდა ჩაჭედილი, მაგრამ ორმაგი ტკივილის მიუხედავად -კრინტს არ ძრავდა, გაფითრებული სახით შემომყურებდა და თვალებით შველას ითხოვდა…
გენერალ ზაურ უჩაძის კაბინეტში ჰყავდათ მოყვანილი და არ დამავიწყდება ექთანი, ახალგაზრდა გოგოს სიტყვები ,,ამაზე როგორ დავხარჯო გამაყუჩებელი,,? წამიერი სიჩუმე ჩამოდგა…..
,,დახარჯავ,,!-ჩავუსისინე გაოგნებულმა და გამწარებულმა…
-,,ნე ნუჟნო,სპასიბო,პუსტ ბუდეტ პულია, ნე ბოლნო, გოლოვა ბოლიტ სილნო,,-შემომხედა და თითქოს გამიღიმა კიდეც…
-რას სჭირს , თავი რატომ სტკივა, სისხლსაც გამოუჟონავს-ვეკითხები უჩაძეს…..
– მგონი ყური აქვს მოჭრილი…თავი არ აუწევია, ისე მიპასუხა გაბრაზებულმა.
გავგიჟდიიიიიიი, გავმწარდიიი, ვეცი ექთანს-ახლავე ამოიღე შენი ინსტრუმენტები, წამალი და ამ ბავშვს მიხედე, თორემ ისე დაგსჯის ღმერთი, მერე გამიხსენებთქო. ეტყობა სახე წაშლილი მქონდა, ბოლო ხმაზე ვყვიროდი , მივიდა და ამ დამპალმა ქალმა მაინც გამაყუჩებლის გარეშე არ ამოუღო ტყვია ფეხიდან….?
კრინტი არ დაუძრავს იმ ბიჭს, ერთი არ ამოუკვნესია და აი მაშინ მივხვდი-კაცად რომ მოგავლენს უფალი, 16 წლისაც კაცი ხარ, 5 წლისაც და 100 წლისაც!
ზაური უჩაძის კაბინეტის გვერდით ოთახში გავიყვანე ეს ბავშვი, საწოლზე დავსვი-აქ იყავი, მე მალე მოვალ, წამლებს მოგიტანთქო…..უჩაძე გავაფრთხილე, ამ ბიჭთან არავინ შეუშვა, ახლავე მოვალ შტაბში გადავირბენ, ცოდოა გამაყუჩებლებს მოვუტანმეთქი…15 წუთში დავბრუნდი,საცოდავს უკვე მაღალი სიცხე ჰქონდა, ყურის მხარეს გავარვარებული ჰქონდა კანი,დიდი წვალებით გადაყლაპა რამდენიმე აბი და ,,არ წახვიდეთო,, -მთხოვა…
,,ტყვარჩელიდან ვარ, ასტამურ აჟიბა,მადლობა თქვენ, ვიცი პრობლემებს შეგიქმნიან ჩემს გამო და ძალიან გთხოვთ, არ ღირს…ამოილუღლუღარის ვაი ვაგლახით…,,შენზე პატარა შვილი მყავს,ისიც აქ არის ოჩამჩირეში,ჩემზე არ იდარდო, დამიჯერე, წამლები დალიე , გამოჯანმრთელდები და მერე როცა ტყვეების გაცვლა იქნება,პირველი შენ გადახვალ შენებთან სიტყვას გაძლევ,,-დავპირდი!ის ღამე სკამზე ჩამომჯდარმა გავათენე, 2 ჯერ სიცხის დამწევი ნემსი გავუკეთე,სხვა არაფერი შემეძლო…

მეორე დილით, უჩაძესთან მოტანილი საუზმეც შევუტანე, ცხონებულმა ზაურიმ გაუყო,,იქნებ შეჭამოს ცოდოა, ამ ყურების დაჭრა რა ისწავლეს ზოგიერთებმა , მასე ჩეჩნები ასახიჩრებენ ჩვენ ტყვეებს და ასეთების გაცვლა დიდი პრობლემა გახდაო,,….
ცოტა ჩაი მოსვა, პურს არც მიეკარა, ვერ დავღეჭავო…ასე გაგრძელდა 3 დღე….შვილივით ვუვლიდი და მეშინოდა სადმე არ გადაეყვანათ….ისიც მომეჩვია, იცოდა იქვე ვიყავი და მშვიდად იწვა, ან ეძინა ხოლმე…..გადავიღე კიდეც, მისი მოკლე ინტერვიუ და ,,საღამო მშვიდობისა,,მ ეს ჩანაწერი ეთერშიც გაუშვა….მე4 დღეს სიცხემ დაუკლო, ცოტა ჭამა კიდეც ჩაიში ჩალბობილი პური,მომიბოდიშა მეასეჯერ და დავიძინებო, მორიდებით მითხრა……გამოვედი ოთახიდან, კიდევ ერთხელ შევევედრე გენერალს -ჩემს დაბრუნებამდე მიხედე,მალე მოვალთქო….
ალბათ 3-4 საათსი დავბრუნდი და ეგრევე მისი ოთახისკენ წავედი……არ დამხვდა!გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო, ავის მომასწავებელი თვალებით შემომყურებდა ყველა ….
,,ბავშვი სად არის?,,-ვიყვირე….
,,ომია ირინა, ყველაფერს მე ნუ მომთხოვ, მოვიდნენ და წაიყვანეს, მე მათი უფროსი არ ვარ,,…..მიპასუხა უჩაძემ…მითხრა ვინც წაიყვანა და რამდენიმე წუთში იქ გავჩნდი სადაც ,,ისინი,, ცხოვრობდნენ….
ზუსტად იქ დაუხვრეტიათ ასტამური, სადაც მათი (ჩვენი)თანამებრძოლი მოკლა მტრის ტყვიამ, მაგრამ არ მგონია ეს მსხვერპლშეწირვა გამართლებული ყოფილიყო….
,,წამიყვანეთ იქ, სანთელი უნდა დავუნთო, თქვენც დაუნთებთ,იქნებ გაპატიოთ ღმერთმა,,მეთქი…..
წამიყვანეს……
გავიდა წლები და ის, ვინც ასტამური დახვრიტა, თავად ჩაცხრილეს მანქანაში რაღაც ფულთან დაკავშირებული საქმის გამო!!!ხომ კარგად ვიცნობდი იმ ბიჭს, მაგრამ-ცრემლი არ გადმომვარდნია,ისე მივიღე, როგორც უფლის სასჯელი მის მიმართ!!!
ამ შემზარავი ისტორიიდან 30 წელი გავიდა და ყოველი წუთი, ყოველი სიტყვა და ქმედება დღემდე ცხადად მახსოვს!!!
ომსაც აქვს თავისი კანონები-ტყვე ხელშეუხებელია,ხელ-შეუ-ხე-ბე-ლიიი!!!
ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს…..
P.S.ასტამურის დახვრეტას და რამდენიმე წლის შემდგომ,აფხაზების მხრიდან გამოხმაურების ისტორიას სხვა დროს მოგიყვებით….
დედისერთა ყოფილა უბედური….“

ფოტო ინტერნეტიდან

თეგები: ირინე გოგოსაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023

ბიზნესი

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე
ბიზნესი

„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

14:57 02-01-2023
,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

14:44 02-01-2023
საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები
ბიზნესი

საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები

14:15 02-01-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved