• რეკლამა
  • კონტაქტი
07:45, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დედის რძე შეუცვლელია, სიჯანსაღის განმსაზღვრელია და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს” – ილია მეორე

ალია ავტორი - ალია
19:48 05-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
241
ილია მეორის წერილს, საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციასადმი მიწერილს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

მოხარულნი ვართ, რომ  ა.წ 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თქვენი ღონისძიება ეძღვნება ძუძუთი კვების პროპაგანდასა და ბავშვებში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდას.

ორივე თემა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას და მომავალშიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით განხორციელებულ ყველა წამოწყებასა და ღონისძიებას.

დედის რძე ბავშვისთვის  არის შეუცვლელი  საკვები, – მომავალი თაობის სიჯანსაღის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.

რაც შეეხება ყმაწვილებში წიგნისადმი დამოკიდებულების ამაღლებას, ახალი ტექნოლოგიების საუკუნეში  სწორად აღზრდისათვის ესეც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ჩვენ 6-7 წლის წინ დავიწყეთ წიგნის კითხვის პროპაგანდა და ამ მიზნით არაერთი ღონისძიება  განვახორციელეთ, მათ შორის ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ საშუალებით; დღეს ეს თემა უკვე ინტერესის საგანს წარმოადგენს და ამაში სერიოზული წვლილი შეაქვს  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასაც.

მოხარულნი ვართ, რომ აღნიშნულ საკითხს სამედიცინო კუთხითაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ და იგი სწორად აღზრდის შემადგენელ აუცილებელ ნაწილად მიგაჩნიათ.

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ხელშემწყობნი, ასევე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე მზრუნველი სხვა ორგანიზაციები.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი დედები, ჩვენი ბავშვები და მათი ხვალინდელი დღე.

თეგები: ილია მეორესაპატრიარქო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved