• რეკლამა
  • კონტაქტი
13:42, ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დედის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან

ალია ავტორი - ალია
12:42 10-22-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

დავით ფეიქრიშვილის დედა “პირველებს” უყვება, რომ მისმა შვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები მოუყვა.

ნინო აბრამიშვილი ამბობს, რომ ციხეში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მისი შვილი პროტესტი ნიშნად შიმშილობდა.

დაკავებულის დედა ახლა ირაკლი კობახიძეს მიმართავს, და საქმის პირად კონტროლზე აყანისკენ მოუწოდებს:

დათუნამ ითანამშრომლა გამომძიებლებთან, ყველაფრი დეტალებში აუხსნა, როგორ იყო, რა იყო რა წამება გამოიარა. გუშინ დამატებით გავიგე, რომ თურმე ეს 4 დღე, რაც ამ წამებაში იყო, წვეთი წყალი არ დაულევია, ლუკმა არ ჩაუდია. შიმშილობდა. უბრალო სასწრაფოთი წაიყვანეს, რადგან ის სპეც მანქანა რომაა, იქ ვერც დააწვინეს, თქვენ წარმოგიდგენიათ დათუნა “ვივა მედში“ ორშაბათს როგორ მიათრიეს, შეიძლება მანქანაში იატაკზეც ეგდო და ისე წაიყვანეს.

ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვ, მიხედონ ჩემ შვილს. სასჯელის მოხდის დროს, ყველა მშობელი უნდა იყოს გარანტირებული, რომ ჩვენ შვილებს ციხეში არ მოჰგვიკლავენ. კამერაში არანაირი საფრთხე არ ექმურებათ. მე გუშინ ვუსმენდი პრემიერის პასუხს, მაგრამ როგორც იძახიან ხოლმე, როცა სჭირდებათ, “ფორს მაჟორიო“, აი, ახლა ის “ფორსმაჟორია“.

თვითონ მოიკითხოს, იმას კი არ დაელოდოს ხვალ და ზეგ, რომ ჩემი შვილი კალიასკაში ჩაჯდეს, ჩემ შვილს დღეს სჭირდება დახმარება, ჩემ შვილს სერიოზული ტრავმები აქვს, ნუღა ჩაიდენენ უფრო ღრმა შეცდომებს, მოიწვიონ კონსილიუმი, გაუკეთონ კატე გამოკვლევა. ახალგაზრდა 40 წლის კაცი, არ გახდეს ხეიბარი კაცი, მე ამას არა ვაპატიბე არასდროს არცერთს, – აღნიშნავს ნინო აბრამიშვილი. 

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, რომელიც “ვივამედში” 2 დღის წინ ხელმეორედ  გადაიყვანეს, 40 წლის კაცი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ოჯახის მტკიცებით, ის ციხეში სასტიკად სცემეს.  დაკავებულის ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის თქმით, დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული, დამტვრეული აქვს ნეკნები,  თავზე აღენიშნება სისხლჩაქცევები და დაზიანებული აქვს ხერხემალი.

ოჯახის განცხადებით,  ფიზიკური დაზიანება ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა მიაყენეს.

ვატო ყიფიანი ბრალდებებს უარყოფს. მისი ადვოკატი “პირველებთან” აცხადებს, რომ ყიფიანი ფექირიშვილის საკანში შესახლებული არ ყოფილა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved