• რეკლამა
  • კონტაქტი
04:52, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დედაქალაქში გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით” პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზრდება – მერია

ალია ავტორი - ალია
14:42 04-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
346

თბილისის მერიამ “დედაქალაქში გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით” საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. ცვლილებები, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს, დღეს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით:

  • ჯარიმა 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება ამკრძალავი ნიშნების “გაჩერება აკრძალულია” და “დგომა აკრძალულია” მოთხოვნის დაუცველობის გამო;
  • ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე მოძრაობა, დგომა ან გაჩერება აქამდე თუ 50 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებდა, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმა 100 ლარამდე გაიზრდება.
  • ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ასევე გაორმაგდება საურავი, რომელიც ამჟამად 100 ლარია;
  • 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს ტაქსის პარკირების ადგილზე პარკირება, ასევე, გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • სატრანსპორტო საშუალების გზაზე მიტოვებისთვის პირი 50 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავი 200 ლარი იქნება;
  • თბილისში პარკირების საფასურის გადახდის გარეშე პარკირებისთვის ჯარიმა ამჟამად არის 10 ლარი, ხოლო ცვლილებების შემდეგ გახდება 50 ლარი;
  • თბილისში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე პარკირებისთვის პირი ამჟამად ჯარიმდება 50 ლარით, ხოლო ცვლილებების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება, ასევე გაორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • თბილისში შშმ პირების გაჩერების ადგილზე პარკირებისთვის ჯარიმა არის 50 ლარი, ცვლილებები კი ითვალისწინებს მის გაზრდას 100 ლარამდე. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ორმაგდება საურავი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • თბილისში საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების სხვა წესის დარღვევა აქამდე ითვალისწინებდა ჯარიმას 10 ლარის ოდენობით, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კი ჯარიმა გახდება 50 ლარი;
  • გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს ავტობუსის ზოლში A კატეგორიის ტაქსის გადასვლის ადგილებსა და პირობებს;
  • მანქანის საქარე მინაზე ჯარიმის ოქმის დატოვება გაუქმდება და შედგება ელექტრონული ოქმი, ხოლო სამართალდამრღვევს ოქმი სტანდარტული წესით გაეგზავნება, ასევე გაეგზავნება SMS შეტყობინება;
  • ტროტუარზე თუ იქნება მანქანა დაპარკინგებული, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას;
  • მსუბუქი მანქანისათვის გამოყოფილ პარკინგზე ტრაილერის, ავტობუსის და ა.შ სატრანსპორტო საშუალების პარკირება გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით, ჯარიმის გადაუხდელობისთვის საურავი კი იქნება 200 ლარი;

მუნიციპალიტეტს ეძლევა უფლებამოსილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შემთხვევებში, გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის, აგრეთვე თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასური განსაზღვროს.

“ჩვენ გვაქვს ქალაქში პრობლემები გარკვეული მიმართულებით. ესაა პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები: ავტომანქანების გაჩერება ისეთ ადგილებში, სადაც ეს აკრძალულია; შშმ პირებისთვის გამოყოფილი ადგილების დაკავება; A კატეგორიის ტაქსებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილების დაკავება და ა.შ. გვინდა ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ძალიან ბევრი წერილი შემოდის იმასთან დაკავშირებით, რომ ტროტუარებზე არის გაჩერებული ავტომანქანები და ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. რა თქმა უნდა, გვინდა ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ვინაიდან ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს ამ ყველაფერს, გარკვეული ცვლილებები განხორციელდება კანონში ჯარიმების გაზრდის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ჯარიმები არავის უხარია, მაგრამ როგორც ჩანს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქში წესრიგი იყოს”, თქვა თბილისის მერმა.

თეგები: თბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved