• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დედაქალაქის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვისბინების გადაცემას განაგრძობს

ალია ავტორი - ალია
17:44 03-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

 

უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტიუსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს და მიმდინარე წლის განმავლობაში, 60 ოჯახის მუნიციპალური საცხოვრისით დაკმაყოფილებას გეგმავს.  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართებით400 თბილისელი უსახლკარო ოჯახის უზრუნველყოფა მოხდება.

 

„უსახლკაროების პროგრამა იყო  ჩემი წინასაარჩევნო დაპირება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და ფართებით უკვე ვაკმაყოფილებთ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრისის გარეშე არიან დარჩენილი. 400 ასეთიოჯახია, რომლებიც წლების განმავლობაში, დედაქალაქის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი და ყოველწლიურად მილიონობით ლარს ვიხდით ქირაში იმისთვის, რომ ეს ადამიანები ქუჩაში არ იყვნენ და უზრუნველყოფილი იყვნენ საცხოვრებელი ფართებით. ჩვენ ვასრულებთ წინაასაარჩევნო დაპირებას, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი არ უნდა დარჩეს მუნიციპალური საცხოვრისის გარეშე. ყველა იქნება ფართებით დაკმაყოფილებული. დღეს გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთ ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართი. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, 60 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული. მომდევნო წლების განმავლობაში, 400-ვე ოჯახს დავაკმაყოფილებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ანალოგიური პრობლემის მქონე ოჯახებმა რაიონულ გამგეობებსა და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ.

 

„ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად შეუძლია, მიმართოს გამგეობებს, ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს, სადაც მიიღებენზუსტ ინფორმაციას სტატუსის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თეგები: თბილისის მერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved