• რეკლამა
  • კონტაქტი
02:30, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დედაენის ბარის” დამფუძნებელი: რუსეთი თავს დაგვესხა და ციფრულ სივრცეში “ბომბი” ჩამოგვიგდო

ალია ავტორი - ალია
18:14 08-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
307

რუსეთი, როგორც სახელმწიფო თავს დაგვესხა და ციფრულ სივრცეში “ბომბი” ჩამოგვიგდო კიბერშეტევის სახით, – ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ „დედაენის ბარის“ დამფუძნებელმა დათა ლაფაურმა რუსული ტროლებისა და ბოტების მიერ მათ სოციალურ ქსელებზე შეტევის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მთავარი შემოტევა ხორციელდებოდა ხუთშაბათს, მაგრამ ინციდენტი კვლავ არაა ამოწურული და შეტევა გრძელდება.

„მხარდაჭერა როგორც საქართველოს მოქალაქეებისგან, ისევე უკრაინელებისგან არის უდიდესი, ვიღებთ ათასობით წერილს. კომენტარებში რუს ტროლებთან “ხელჩართული ბრძოლა” მიმდინარეობს, მიმდინარეობს ასევე, მასობრივი დარეპორტება.

კომენტარებში ბარზე საუბარი არ იყო, იქ იყო საქართველოზე საუბარი. არაადამიანური მუქარა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მიმართ. დღეს თუ ჩემი ბარი მოხვდა „ქარცეცხლში“, ხვალ შეიძლება ნებისმიერი მათ შორის სახელმწიფო უწყებაც გახდეს სამიზნე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტი არ დარჩეს დაუსჯელი“, – განაცხადა დათა ლაფაურმა.

მისივე თქმით, ბარი ამ დროისთვის პროფესიონალებთან ერთად ცდილობს სამოქმედო სტრატეგიის დასახვას, რათა შექმნილ ვითარებას გაუმკლავდნენ.

„არ ვიცი, ცუდად დაემთხვა, ან შესაძლოა, ჭკვიანურად დაგეგმეს, რომ დღეს პარასკევია და Google-ის თანამშრომლებიც ისვენებენ შემდეგი ორი დღის განმავლობაში. ორშაბათიდან ისევ გავალთ კონტაქტზე და განვაახლებთ კომუნიკაციას. ეს არ არის მარტივი პროცესი, თუმცა, უკვე პირდაპირ კავშირზე ვართ. მათი მხრიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. არ ვიცი, ხელოვნურმა ინტელექტმა გაარჩია ეს კოორდინირებული ქმედება თუ Google-ში გვყავს მხარდამჭერები.

ერთია რომ თავად Meta-მ და Google-მა ეს პროფაილები „დასაჯოს“, გააქროს, ვინაიდან რეალურად რაც მათ ჩაიდინეს, არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ვაგროვებთ ყველანაირ მტკიცებულებებს, რათა მაქსიმალურად მოვამარაგოთ Google და Meta-ც. ასევე ჩვენი შესაბამისი სამსახურებიც თუ დაინტერესებიან“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, „დედაენის ბარში“ შესულ რუსეთის მოქალაქე სტუმრებს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ. საუბარია შესაბამისი კითხვარის შევსებაზე, რომელიც ბარში შესასვლელადაა საჭირო. ამას რუსი მომხმარებლების მხრიდან ნეგატიური შეფასებები მოჰყვა სოციალურ მედიაში, მათ შორის Google-შიც. დათა ლაფაურის თქმით, ასე რუსები ცდილობდნენ მათთვის რეიტინგი დაეწიათ.

„ამის შემდეგ სტატუსი დავდეთ და ჩვენს მხარდამჭერებს ვითარება გავაცანით. ამას ძალიან დიდი მხარდაჭერა მოჰყვა როგორც ჩვენი ქართველი სტუმრებისგან, ასევე უკრაინელებისგან. როგორც ჩანს, მოვექეცით მტრული რუსული ჯგუფების ყურადღების ქვეშ და დილიდან ორგანიზებული კიბერთავდასხმა მიმდინარეობს დედაენის ბარის ყველა სოციალური მედიის არხზე”, – განაცხადა ლაფაურმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved