• რეკლამა
  • კონტაქტი
14:58, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დედაჩემი, მისი სახელის გაგონებაზე დღესაც ცუდად ხდება. სხვისმა დედებმა რა თქვან, როცა მათ შვილები წაართვეს – რა ფოტოებს აქვეყნებს ქიბარ ხალვაში

ალია ავტორი - ალია
17:58 11-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

მიშა არის ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი, მანიაკი, რომელსაც სიყვარულის უნარი არ გააჩნია და დედამიწაზე არავინ არ უყვარს – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის მფლობელი, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“საქალაქო სასამართლოში დღეს მიშას პროცესია, სადაც ის სამსჯავროზეა წარდგენილი ათასობით ჩადენილი დანაშაულიდან მხოლოდ ერთი საქმის გამო. ის გამოდის პოლიტიკური განცხადებებით და თავი ისევ აღმაშენებელი ჰგონია. აცხადებს, რომ ქვეყანა შექმნა და ბიზნესი ააყვავა.

ქუჩის მეორე მხარეს იყო ჩვენი შრომის შედეგი, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიის “არტის” ოფისი და საწყობები. წარმატებული კომპანია, სადაც ასობით ადამიანი მუშაობდა, სწავლობდა და თავს ბედნიერად გრძნობდა, მიშამ ერთი ხელის მოსმით ფერფლად აქცია. იმ ცეცხლს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – სხვა საქმიანი ადამიანების დაშინება. ვინც ჩვენთან არ არის, იმასაც ისე მოუვა, როგორც ქიბარს.

იმ ხალხის საყურადრებოდ ვინც ახლა მიშას იცავს და ჰგონია, რომ რაღაც პლიუსები ჰქონდა. მიშა არის ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი, მანიაკი, რომელსაც სიყვარულის უნარი არ გააჩნია და დედამიწაზე არავინ არ უყვარს. არც დედა, არც ცოლი არც შვილები. ის ამ უნარშეზღუდულია! ყველა და ყველაფერი რესურსია, რომ ძალაუფლება მოიპოვოს, მუცელი ამოიყოროს ან მასაჟები ჩაიტაროს.

ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ ის შიმშილობდა. მშვიდობიან პერიოდში როცა არც ომი იყო ახლოს (ჰალსტუხის ამბავი) და არც არავითარი სტრესული გარემო, ჩემი თვალით ვნახე, როგორ ჭამდა ქაღალდის ხელსახოცს. მისმა მეგობრებმა ირონიულად აღნიშნეს, რომ ის ჩვენი იმჟამინდელი პროდუქციის სელპაკის დიდი მოყვარული და მომხმარებელი იყო. საკანში ქაღალდის არსებობას ალბათ არავინ არ უკრძალავდა. ნორმალური ადამიანები ქაღალდს არ ჭამენ!

წესით ის და კიდევ ბევრი მისი ამფსონი სიცოცხლის ბოლომდე უნდა იჯდნენ ციხეში, მაგრამ ქვეყანა რომ დაწყნარდეს, ხომ შეიძლება შევთანხმდეთ და მიშა გადააშენონ სადმე. ვთქვათ სამხრეთ ამერიკაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი გადასახლდა, იმის გამო, რომ თანამოქალაქეების გვერდით ცხოვრების მორალური უფლება არ ჰქონდათ.

დედაჩემი, მისი სახელის გაგონებაზე დღესაც ცუდად ხდება. სხვისმა დედებმა რა თქვან, როცა მათ შვილები წაართვეს, საპირისპირო აზრის, ხალხში შიშის დათესვის, თუ ნულოვანი ტოლერანტობის გამო.

ის არ იმსახურებს ქართველების გვერდით თავისუფალ ცხოვრებას!

ბოდიშს ვიხდი, რომ დადებული პირობა დავარღვიე და პოლიტიკური შინაარსის პოსტი დავწერე.

თუმცა ამ პირობის დაცვა შინაგანად ძალიან მიჭირს.

აქვე სურათები მიშა “აღმაშენებლის” შემოქმედების დასტურად,” – წერს ხალვაში სოციალურ ქსელში.

May be an image of outdoors and text
May be an image of outdoors

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved