• რეკლამა
  • კონტაქტი
19:35, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დედაჩემი ახლაც ამბობს, რომ სულ სხვა თემაზე ისმებოდა კითხვები მედიის მხრიდან და სხვანაირად გამოიყენა ეს სამთავრობო მედიამ” – ნიკო მანაგაძე

ალია ავტორი - ალია
21:23 06-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
315

აქტივისტი ნიკო მანაგაძე სამთავრობო მედიებში დედის ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლების მიმართ მას და მის ძმას მშობლებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

დღეს სამთავრობო მედიებმა ნიკო მანაგაძის დედა, ვიკა წიტაიშვილი ჩაწერეს და მისი განცხადებები აქტივისტის წინააღმდეგ აგორებული კამპანიისთვის გამოიყენეს. ინტერვიუს კონტექსტი ისაა, რომ თითქოს მანაგაძე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ შეცდომაშია შეყვანილი.

ფორმულასთან ნიკო მანაგაძე აღნიშნავს, რომ დედამისი ინტერვიუ კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი:

“ეს არის რაღაცნაირად თაობათა ბრძოლა, რასაც ვეძახით იმიტომ, რომ მე ჩემი უფროსი ძმა ერთ პოზიციაზე ვართ, რასაც ვეძახით ისტორიის სწორ მხარეს დგომას. ჩემი მშობლები, სამწუხაროდ, კონფორმისტულ პოზიციაში იმყოფებიან ხელისუფლების მიმართ. ამ მოცემულობაში ჩემზე თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო რთულია მორალურად ასეთი მაამებლური პოზიციის გამოხატვა და დაფიქსირება სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიასთან განსაკუთრებით. თავიდან საკუთარ პოზიციას დედაჩემი იმით ხსნიდა, რომ სურდა დაეცვა და რაღაცნაირად შეერბილებინა ხელისუფლების ხისტი დამოკიდებულება ჩემ მიმართ და ამ თავდასხმა ველოდით. ახლაც ამბობს, რომ სულ სხვა თემაზე, სულ სხვა მიმართულებით ისმებოდა კითხვები მედიის მხრიდან და უკმაყოფილოა, აპროტესტებს, რომ სხვანაირად გამოიყენა ეს სამთავრობო მედიამ იმის მიუხედავად, რომ მკაფიოდ აქვს დაფიქსირებული ჩემთვის მიუღებელი პოზიცია”, – აღნიშნავს აქტივისტი.

აქტივისტი და სტუდენტი ნიკო მანაგაძე ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებს. ის უკვე რამდენიმე კვირაა თსუ-ში პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციების პარალელურად საპროტესტო აქციებს აწყობს.

7 ივნისს თსუ-სთან მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას რამდენიმე უცნობი პირი ლექციიდან გამოსვლის დროს დაესხა თავს. მოძალადეები ადგილიდან გაიქცნენ, თუმცა კამერებმა მათი დაფიქსირება მოახერხა.

ამ დრომდე არც ერთი თავდამსხმელი არ დაუკავებიათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved