• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დებატები “ქოცი”, “რუსი”, “აკაცუკი”, “ნაცის” ძახილით არ უნდა სრულდებოდეს – ცოტნე ივანიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:20 04-18-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,033

სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს “ქოცი”, “რუსი”, “აკაცუკი”, “ნაცის” ძახილით – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე ცოტე ივანიშვილმა განაცხადა.

“მგონია, რომ პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალი არის დისკუსია, დებატი და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, ანუ მეორე მხარეს, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულება, რომელსაც, ჩემი აზრით, სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით, საუბარს, დისკუსიას, დებატს, უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. როდესაც პირიქით – ადამიანს ქვეყანაში მომხდარი ცუდი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ასეთ ადამიანთან საუბარს, სამწუხაროდ, აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, თუ გვაერთიანებს ის საერთო ღირებულება – ჩვენი საყვარელი საქართველოს, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია ან დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს “ქოცი”, “რუსი”, “აკაცუკი”, “ნაცის” ძახილით, ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის, ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების ნაცვლად.

ჩემი აზრით, არასწორია, ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც, არ უნდა გააკრიტიკო წიგნი, რომელიც არ გაქვს წაკითხული. შესაბამისად, მე პირადად, ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ეს შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, მოვახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს და ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ.

ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, მიხარია, რომ მოგვეცა იდეების გაცვლის შანსი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეტი მსგავსი ტიპის შეხვედრა, საუბარი ჩატარდება, ეს იქნება “ქართული ოცნების” თუ ნებისმიერი სხვა ახალგაზრდების მხრიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გახშირდება ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ მგონია, დებატი, დისკუსია, ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციიდან, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი ” – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved