კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, თენგო თევზაძე:
დებატები მძევლებით !ერთი ასეთი წესია – ’’ თავი დოყლაპიად მოაჩვენეთ, რომ გამოიჭიროთ დოყლაპია’’. ხშირად მიმართავენ ქოცები ამ წესს, შემოაცურებენ თემებს და შემდეგ მიდის გარკვევა ვინ უფრო ’’მაგარია’’.
მართლა არ ვიცი რას ემსახურება ოცნების მიერ ‘’შემოგდებული“ ახალი თემა მაგრამ ერთი ცხადია მშვენივრად გაფილტრა უკვე ხალხი და გადაფარა სუსის შესვლა მარკეტებში. აი მეტი რა ქნან ? თან კეთილი ზრახვებით ბიზნეს აწიოკებენ და თან დებატებში გვიწვევენ. თითქოს მაგათი ბრალი არ იყოს ქვეყანაში მაღალი ფასებიც, სიღარიბეც და დებატებიც რომ არ არის.ზოგადად, არავის მოსწონს რომ სულელია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მართლა სულელია – ამიტომ ხრიკი შემდეგში მდგომარეობს სულელი არა მხოლოდ ჭკვიანი უნდა ჩანდეს, არამედ – ქოცებზე ჭკვიანიც და ამაში როცა დაგვარწმუნებენ შემდეგ უკვე დაგვიანებულია იმაზე მსჯელობა რა მოტივები ამოძრავებდა ოცნებას.თუ მართლა მზად არიან დებატებისთვის, ჯერ მძევლები გაათავისუფლონ და შემდეგ დავიწყოთ დებატები:როგორი არჩევნები უნდა ჩატარდეს წელსვე;
სასამართლოდან კლანი როგორ მოვიშოროთ და როგორი უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო;
დეცენტრალიზაციაზე;
განათლებაზე;
სიღარიბის დამარცხებაზე.
კოალიციას მითუმეტეს არ ეშინია დებატების, არც კრიტიკულ და არც პროპაგანდისტულ მედიებში – მეტსაც გეტყვით, ოდნავ სამართლიან არჩევნებში გადაიხევა ოცნება თუ რეალური ერთობა იქნება პრინციპებზე და თანასწორობაზე დაფუძნებული.
P.s “პროფესიონალებს” ხომ არ ამზადებენ სადებატოდ ?














კომენტარები