იურისტი, სიმონი პეტრიდისი:
დებატები და დეკორაციული დემოკრატია, როცა ტაში არგუმენტზე იაფია.
უცნაურ დებატებთან დაკავშირებით ბევრი მეკითხება რას ვფიქრობ, არ ვიცი ეს საკითხი რატომ იპყრობს საზოგადოების ყურადღებას, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე სანამ გაგიზიარებთ ჩემს შეხედულებას მცირე შესავალს გავაკეთებ.
ვფიქრობ დატუქსული ბავშვი გინახავთ რომელიც გაბუტული, ჯავრით რაღაცეებს აფუჭებს, ასეა ჩვენი მთავრობის საქმე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ღია კრიტიკის შემდეგ ხან ბიზნესს უგზავნის სუსს, ხან მომიტინგეებს ათავისუფლებს სამსახურიდან და ხან განათლების არაჩვეულებრივ რეფორმას ატარებს.
მოდით დავიწყოთ ფაქტებით მისასალმებელია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კატამარანიზაციის გეგმა არ შედგა და მთავრობამ ფაქტიურად ერთ დღეში აღიარა საკუთარი შეცდომა, ახლა ისიც ვთქვათ, რომ საერთოდ რეფორმის გატარებაზე უარს არავინ რომ არ იტყვის ესეც ცხადია, იცით რატომ? ეტყობა ხელისუფლებას თანხები შემოაკლდა და როგორც წესია ამ დროს იწყება ქამრების შემოჭერა საკადრო ოპტიმიზაცია რომელიც გაფორმდა ნაცების დევნად, ამანაც რომ ვერ უშველა ახლა ჯერი უნივერსიტეტებზე მიდგა, ბოლოს კი შეიძლება საქმე ეროვნული მთავრობის მხარდაჭერის ფონდის შექმნამდეც მივიდეს.
გულწრფელად გეტყვით დებატები და ქაქანი უკვე გადაწყვეტილ საკითხზე სისულელეა, კატამარანიზაციის მოგვარებულ თემაზე რა აზრი აქვს დებატს ან პროგრამა, რომ არ შეიცვლება ისედაც ხომ ვიცით? ჰოდა მაშ რა საჭირო იყო დებატი? ამ კითხვებზე საუკეთესო პასუხს პროლოგში ვიპოვით როგორც დატუქსვის მერე ბავშვს მის საყვარელ ლექსს ეკითხება მშობელი და შეაქებს ესეა აქაც უბრალოდ არ ვიცით კიდევ რის გაფუჭების უფლებას მისცემს მათ ბატონი.
როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, დებატები აღარ არის აზრთა პაექრობა ის იქცევა სცენად, სადაც პასუხისმგებლობა ტაშით იცვლება, შეცდომის აღიარება ღირსეული ნაბიჯია, მაგრამ როცა ის მხოლოდ დროის მოსაგებად ხდება, პრობლემები ფორმას იცვლიან და არა არსს. დებატი საჭიროა მანამდე, სანამ გადაწყვეტილება მიიღება, ლოგიკურია ამის შემდეგ ის მხოლოდ დეკორაციაა.
👉როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, მრავლდება კანონები.














კომენტარები