• რეკლამა
  • კონტაქტი
00:10, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დეამ 4 ჩვენება დაწერა, ამბობს, რომ თამარი თავის მოკვლას ცდილობდა…” – რას ცვლის დეა ჩვენებებში და რას არ ცვლის?

ალია ავტორი - ალია
14:41 08-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
141

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გადაცემა “მთავარ აქცენტებში”  ამბობს, რომ თამარის მეგობარმა დეა კაპანაძემ უკვე 4 ჩვენება მისცა გამოძიებას და ჩვენებები განსხვავებულია, თუმცა, მათ აქვთ ერთი საერთო:

“ყველა ჩვენებაში დეა კაპანაძე წერს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს, სკოლის ასაკში რამდენჯერმე ჰქონდა ამდაგვარი ქმედება  – ჯერ ამბობს, კლასელმა მითხრაო და არ ასახელებს კლასელის სახელს, არ მახსოვსო, მერე ამბობს, კიდევ სხვა ჩვენებაში, თავად თამარმა მითხრაო…”

გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი კი ამბობს, რომ დეა კაპანაძეს პირველ ჩვენებაში თვითმკვლელობაზე არაფერი აქვს ნათქვამი, რაც შეეხება მომდევნო ჩვენებებს, სადაც უკვე სუიციდზე ჩნდება ჩანაწერი, დედა ვარაუდობს, რომ ეს გამოძიების ზეწოლის შედეგია. 

“მცდელობა ჰქონდა და მე არ ვიცოდი?  მე არაფერი არ ვიცი. სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. ან რომ ამბობს ახლა თამუნამ მითხრაო, თამუნა ვეღარ უარჰყოფს და მაგიტომ ამბობს?”

თეონა თამაზაშვილი ასევე საუბრობს, დეას მიერ შეცვლილ კიდევ ერთ ჩვენებაზე:

დეას, რომ დავურეკე თამუნა შენთან ხომ არ არის მეთქი – არაო, თამუნამ ასე მითხრა, რომ ბევრი საქმე მაქვს და 2 დღე არ დამეკონტაქტოო და მერე ინტერვიუში ამბობს, რომ 10 დღეო – თამუნა არ ეტყოდა ათი დღე არ მომწეროო, ყოველ დღე კონტაქტობდნენ.

თამუნას დედა და ადვოკატი ასევე საუბრობენ იმაზეც, რომ თამუნას კლასელები მათთან საუბარს გაურბიან და ფიქრობენ, რომ მათზეც მიდის ზეწოლა.

დედა კი ჰყვება, რომ გამომძიებელმა მას უთხრა: – “დავკითხეთ 150 ადამიანი და თამარზე აუგი ერთსაც არ უთქვამს”

თეონა თამაზაშვილი, როგორც ჰყვება, თავადაც ცდილობს დეასთან შეხვედრას, თუმცა ამაოდ. ითხოვა, შსს-ში მაინც შეეხვედრებიათ დეა, მაგრამ უთხრეს, რომ თამუნას მეგობარს თავად არ სურს მეგობრის ოჯახის ნახვა და ვერ დააძალებენ.

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმედეა კაპანაძეთეონა თამაზაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved