• რეკლამა
  • კონტაქტი
10:20, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაჟინებით მოვითხოვთ, შეიწყალოთ მიხეილ სააკაშვილი – “ლელო” პრეზიდენტს

ალია ავტორი - ალია
19:17 12-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

“ლელოს” ავრცელებს საგანგებო განცხადებას, რომლითაც მთავრობას და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს:

 

საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს სიცოცხლის უფლება, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე.

ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, მმართველ გუნდს და პირადად ბიძინა ივანიშვილს – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებათ მათ. 

მაშინ, როდესაც ევროპარლამენტი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ნათელია, რომ სააკაშვილის საკითხი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ამ ქვეყნის მომავალზე, საქართველოს რეპუტაციასა და საერთაშორისო იმიჯზე. სწორედ ამიტომ, “ლელო” მრავალი კვირაა მოუწოდებს ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ.

პასუხისმგებლობას ვერ ასცდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილიც. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ასევე საქართველოს პოლიტიკური წრეებიდან, რომლის ავანგარდში პარტია „ლელო“ იდგა, სალომე ზურაბიშვილი არ იყენებს მის ხელში არსებულ ძალაუფლების ბერკეტს, რაც მის პასუხისმგებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

პარტია „ლელო“ მისი ყველა პოლიტიკური ლიდერის და თითოეული წევრის სახელით, პირდაპირ და დაჟინებით მოითხოვს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისგან – შეიწყალოს საქართველოს მე-3-ე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს უახლეს ისტორიაში არ შეიძლება დავუშვათ მეორე პრეზიდენტის მკვლელობის პრეცედენტი. დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკებია და პოლიტიკურ კანიბალიზმს ჰგავს. ასეთი დამღით კი, ქართული საზოგადოება ვეღარასოდეს შეძლებს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად გახდომას და თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
სასწრაფოდ უნდა დავამთავროთ ეს ისტორიული ღალატი ერთმანეთის და ქვეყნის მიმართ!” 

თეგები: ლელოსალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved