• რეკლამა
  • კონტაქტი
10:10, ოთხშაბათი, 14 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაზარალებულების და მოძალადეების რეესტრი – 4 პარტიის შეთანხმება

ალია ავტორი - ალია
15:02 12-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
343

დაპატიმრებულ პირებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაკეთდა 4 ოპოზიციური პარტიის საინფორმაციო ცენტრში. პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, რუსული თვითმარქვია რეჟიმი სასტიკ დევნას ახორციელებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ ანტიევროპულ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას პროტესტს უცხადებს.

“ჩვენ ვმუშაობთ და კიდე უფრო აქტიურად გადავდგამთ ნაბიჯებს, რომ შეიქმნას რეესტრი, რომელშიც იქნება თითოეული დაზარალებული და თითოეული მოძალადე. ამ მასალებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დადგეს საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი თითოეული მოძალადის მიმართ. არ დავტოვებთ არცერთ საერთაშორისო მექანიზმს, სადაც არ წავიღებთ საქმეებს დაზარალებულების სახელით.” – განაცხადა კოალიცია “ძლიერი საქართველოს”  წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა.

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის თენგო თევზაძის თქმით, ყველა მხრის იდენტიფიცირება მათ საშუალებას მისცემს, როგორც დაზარალებულების დახმარებისა, ასევე მოძალადეების პასუხისმგებლობის დაყენების.

“მნიშვნელოვანია, ყველა მოძალადემ იცოდეს, რომ მოხდება მათი იდენტიფიცირება და მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვება,” – აღნიშნა თენგო თევზაძემ.

“ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” წევრის თამარ კორძაიას თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს 3 მნიშვნელოვან კომპონენტს: პირველი ეს არის მედია სფერო, რომლის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება და უკვე მედიის 72 წარმომადგენელია დაზარალებული ამ დევნის გამო. 

ასევე კორძაიას განცხადებით მნიშვნელოვანი კომპონენტია ის სისასტიკე, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება ჩადის საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

“ეს სისასტიკე ხორციელდება ე.წ ბუფერულ ზონაში. დაკავების შემდეგ მათ სცემენ მანქანებში, სადამდეც არავის უშვებენ, რომ ობიექტურმა თვალმა დაინახოს. ამის შემდეგ ხალხს ხელს აწერინებენ, რომ დაკავებისას მიიღეს დაზიანებები – ეს აუცილებლად გამოსაძიებელია.” – აღნიშნა კორძაიამ.

კორძაიას თქმით, ყურადღებაა გასამახვილებელი იმ ჩხრეკა-ამოღებებზე, რომელიც ხორციელდება პოლიტიკური პარტიების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში. როგორც მან აღნიშნა, არცერთ შემთხვევაში არაა წარმოდგენილი შესაბამისი დადგენილებები, არ ესწრებიან მოწმეები და ადგილზე არ უშვებენ ადვოკატებს.

პარტია” გახარია საქართველოს” წევრმა ზაზა თავაძემ აქცენტი გააკეთა კონსტიტუციის მე-9 მუხლის დარღვევაზე, რომელიც გულისხმობს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

“ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ირღვევა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი, რომელიც ცალსახად კრძალავს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ჩვენ ცალსახად მივუთითებთ იმაზე, რომ ეს ქმედებები, რომელიც ხორციელდება ივანიშვილის წახალისებით, არ დარჩება დაუსჯელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ ნაწილში ჩვენი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცული და მოხდეს დამნაშავეების პასუხისმგებლობა.” – განაცხადა ზაზა თავაძემ.

წყარო – მთავარი არხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved