• რეკლამა
  • კონტაქტი
03:30, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავუშვი ერთი უნებლიე, ტექნიკური შეცდომა”

ალია ავტორი - ალია
16:05 05-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ანტისხეულებზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების შესახებ განმარტება გააკეთა:

„მე გუშინ „კავკასიის“ ეთერში ვთქვი, რომ ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში ათას კაცზე. ვთქვი ისიც, რომ ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგი საბოლოოდ ჯერ არ არის შეჯამებული.

მაგრამ დავუშვი ერთი უნებლიე ტექნიკური შეცდომა – ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვყავს 6-10% ვისაც აღმოაჩნდა ანტისხეული. მე უნდა მეთქვა 6-10 ადამიანი და არა პროცენტი.

ეს გაითვალისწინოს ყველამ, რომ ჩვენ ამ კვლევაში ჩართული 1 000 კაციდან გვყავს 6-10 ადამიანი, თუ დავაზუსტებთ, დაზუსტებული ადამიანებით – 6 ადამიანი.”

მისივე განმარტებით, კვლევაში თბილისის მოსახლეობა მონაწილეობდა. კვლევა სწრაფი ტესტებით ჩატარდა და 6 მონაწილეს COVID-19-ის ანტისხეულები აღმოუჩნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე გადაიტანეს ვირუსი.

“ალია” – 26 მაისს ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ გამოკვლეული 1000 ადამიანიდან 6-10 პროცენტს აღმოაჩნდა ვირუსი და აღნიშნა, რომ ამ ციფრის მიხედვით, გამოდის, რომ ქვეყნის მაშტაბით დაახლოებით 222-370 ათასს ადამიანს ექნება გადატანილი კორონავირუსი.

როგორც წესი, ბატონ თენგიზს ასეთი “მექანიკური” შეცდომები არ მოსდის ხოლმე და თუ მოსდის, წამიერადვე ასწორებს, მით უფრო რომ დასახელებული ხუთივე ციფრი – 1000 ადამიანი – 6-10 პროცენტი და 222-370 ათასი – ერთმანეთთან სრულ ლოგიკურ ბმაშია.

ის რომ ქვეყანაში უკვე შეიძლება გვყავდეს 370 ადამიანი, ვისაც უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი და აქვს იმუნიტეტი, სულაც არ არის ცუდი, კარგია. მართალია, ეს ნიშნავს იმას, რომ კონტაქტების ძიებას აზრი არ ჰქონდა და თავიდანვე სწრაფი ტესტების პრინციპით უნდა გვემუშავა – მაგრამ მომავლისთვის, შეზღუდვების მოხსნისთვის, ამოსუნთქვისთვის – კარგია და ეს ჯანდაცვის მინისტრს, წესით, უნდა ესმოდეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved