• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დავუშვათ რომან შამათავა და კუდი არაფერ შუაშია, ნაციონალური მოძრაობის მიმართ ჩნდება ერთი პასუხგაუცემელი კითხვა…”

ალია ავტორი - ალია
19:15 08-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,143

ბიკო ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,დილიდან მართლა თვალებს არ ვუჯერებ იმ ყიჟინას, რაც რომან შამათავას გათავისუფლებას მოყვა, ნაცებში და არამარტო. ის ხალხი გულავს და ბედნიერია, ვინც ერთი მხრივ ხარებას ძალადობას გმობს და მეორე მხრივ სრულად აუფასურებს ნაციონალების მიერ ჩადენილ საშინელ დანაშაულებს.

16 აგვისტოს, 17 წელი გავა, რაც შსს-ს სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი ქუთაისში მოტყუებით ჩაიყვანეს, ქუთაისის ცხრა კაციანმა სპეცრაზმმა იგი საკუთარი მამის თვალწინ გაიტაცა და ამის შემდგომ მისი კვალი გაუჩინარდა. იმავე წლის 27 აგვისტოს, დღისით, მოწმეების თვალწინ ზუგდიდში არსებული ფოსტის შენობის მიმდებარედ, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს პაატა ქარდავას და ამის შემდგომ მისი კვალიც იკარგება.

ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ამ საქმეებში იცვლებოდნენ გამომძიებლები, თუმცა საქმის რეალური გამოძიება არც მიმდინარეობდა, ამას ადასტურებს 2010 წლის ჩანაწერიც, რომლითაც ქრისტინე ქარდავა, რომელმაც იმ დროს, ორი წლის წინ მამა დაკარგა, ცდილობდა დაზარალებულის სტატუსის მიღებას, მაგრამ უშედეგოდ.

„პაატა ქარდავა (თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტი, კაპიტანი) 2008 წლის 27 აგვისტოს დაიკარგა. მისი მანქანა ხობის გზაზე ნახეს გაჩერებული, ფანჯრები აწეული ჰქონდა უფრო მოგვიანებით ის კოკი-ხურჩის გზაზე იპოვეს. ამ დროისთვის მანქანის კარებები გაღებული იყო, შიგ არავინ იჯდა, უკანა ნათურები კი ენთო. მას შემდეგ პაატა ქარდავა არც მკვდარი გამოჩენილა არც – ცოცხალი. ქრისტინე ქარდავა ამბობს, რომ გამოძიება უსაშველოდ ჭიანურდება. საქმე ერთი გამომძიებლის ხელიდან მეორეს ხელში გადადის და უკვე ორი წელია წინ ნაბიჯითაც არ წაუწევიათ.“

როგორც გაუჩინარებული პირების ოჯახის წევრები ამბობენ მათი დაკავება, გატაცება მოხდა, იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ რომან შამათავას დაუდასტურებელი ინფორმაცია ჰქონდა, რომ ისინი თანამშრომლობდნენ აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკასთან და რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა არ მომხდარა არც მათი ოფიციალური დაკავება და არც შემდგომ სასამართლოში წარდგენა. უბრალოდ ეს ადამიანები გაიტაცეს, უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთეს, როგორც ჩანს აწამეს და შემდგომ გვამები გადამალეს.

2014 წლის 5 ივნისს შსს-მ პაატა ქარდავას საქმე გამოაცხადა გახსნილად, ხოლო 2014 წლის 10 ივნისს დავით ცინდელიანის საქმე. ბრალი წარუდგინეს კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ხელმძღვანელს, რომან შამათავას, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო ცინდელიანის და ქარდავას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და მკვლელობის მცდელობის ნაწილში, ვინაიდან გვამები ამ დრომდე ნაპოვნი არ არის ვერ დაუმტკიცდა განზრახ მკვლელობა. ამაზე ოჯახს ჰქონდა პრეტენზია და ითხოვდნენ შამათავასთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას. საბოლოოდ შამათავას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, აქედან 2012 წლის საყოველთაო ამნისტიით, ¼ მოაკლდა და 12 წლის შემდგომ, აგერ 6 აგვისტოს დატოვა საპატიმრო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომან შამათავამ ორივე მათგანი ბათუმში, ყოფილი გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მიიყვანა, შსს-ს საკუთრებაში არსებული კატარღის ბორტზე აიყვანა, გაიყვანა შუა ზღვაში და ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში სასიკვდილოდ დაჭრა ცინდელიანიც და ქარდავაც, ხოლო შემდგომ ბეტონის ბლოკი შემოაბა ფეხზე და გვამები ზღვაში გადააგდო. ამას ადასტურებდა აჭარის კუდ-ის ყოფილი ოფიცერი გიორგი ჩიქოვანი იგივე “მაიმუნა”, რომელიც ბრალდებამ ინგლისიდან სკაიპის მეშვეობით დაკითხა და პროკურორის განცხადებით, მან დაადასტურა, რომ შამათავამ შუა ზღვაში თავში ერთი გასროლით მოკლა დავით ცინდელიანი და პაატა ქარდავა.

მეორე მთავარი მოწმე ონისიმე კვაშილავა იყო, მეტსახელად „უზბეკა“, ორივე საუბრობდნენ, რომ იმ კატერზე იყვნენ, რომელშიც ცინდელიანი გადაყავდათ და რომან შამათავამ, უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირს, რომელსაც ახვეული ჰქონდა თვალები, თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ერთჯერადი გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, როგორც „უზბეკამ“ მოყვა, როდესაც მოკლა ცინდელიანი შამათავამ ეს თქვა „რა ძლიერი იარაღია ეს „იერიჰო“ თავის გახვრეტის მერე რიკოშეტი მისცა წყალზეო“.

ეს ამბები ხდება 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან 1 და 2 კვირის შემდგომ, მაშინ ქვეყანაში სრული განუკითხაობაა, ნაციონალური მოძრაობის სადამსჯელო ჯგუფები ეძებენ ე.წ. მოღალატეებს და აკეთებენ ამას სამართლებრივი გზების გარეშე, მაფიოზური სტილით. ანალოგიური ქეისია 2008 წლის 16 აგვისტოს წამებით მოკლული საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტი როინ შავაძის შემთხვევა, რომელსაც 40 ტყვია ესროლეს. შავაძის ოჯახმა სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოში მოიგო ეს საქმე 2020 წელს და საქართველო სიცოცხლის უფლების დარღვევაში დამნაშავედ ცნო.

თავს ვერ დავდებ ოცნების მიერ წარმოებულ გამოძიებაზე, რამდენად კარგად წარმართული იყო, ჩემთვის გამოცანაა რატომ არ დაიჭირეს „უზბეკა“ და „მაიმუნაც“, რომლებიც სასამართლოსვე გადაწყვეტილებით და მსჯელობით პირდაპირი მოწმეები და შესაბამისად შამათავას თანამზრახველები იყვნენ. აქვე, ვერსად მოვიძიე სტრასბურგში შამათავას სარჩელი ან გადაწყვეტილება მის საქმეზე, რაც უცნაურია თუ ასეთი დაუსაბუთებელი იყო მის მიმართ გადაწყვეტილება, რატომ არ გასაჩივრდა (თუ არ გასაჩივრდა). თუმცა, გავყვეთ ნაცების ლოგიკას, დავუშვათ რომან შამათავა და კუდი არაფერ შუაშია, ნაციონალური მოძრაობის მიმართ ჩნდება ერთი პასუხგაუცემელი კითხვა, მაშ, სად და რა ვითარებაში ქრება ცინდელიანის და ქარდავას კვალი?

როდესაც ვსაუბრობთ ოცნების რეჟიმის დემონტაჟზე, არაფრით არ უნდა დავუშვათ ნაციონალური მოძრაობის ძალაუფლებაში ხელახლა მოშვება!

Fiat justitia, ruat caelum!“

თეგები: რომან შამათავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved