• რეკლამა
  • კონტაქტი
08:49, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავუშვათ, ოპოზიცია სუსტია, მაინტერესებს, რატომ არ ხდება სახალხო გამოსვლები?” – სამადაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:27 01-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
74

დეპუტატი, სალომე სამადაშვილი:

“რადგან მორიგ ჯერზე დაიწყო საუბარი, სუსტია თუ არა ოპოზიცია, გამიჩნდა კითხვები, რომელზეც ჩემთვის საინტერესო იქნება თქვენი აზრის მოსმენა:

1. დავუშვათ, ოპოზიცია სუსტია-ვერ ქმნის საპროტესტო მუხტს. მაინტერესებს, თუ ეს მუხტი არსებობს ქვეყანაში, ოპოზიციის გარეშე რატომ არ ხდება სახალხო გამოსვლების ორგანიზება? თუნდაც სოციალურ თემებზე-არ მაქვს საუბარი დიდ აქციებზე, მცირე ზომის, კონკრეტული თემის გარშემო პროტესტის ორგანიზებაც კი. უიმედობა? შიში? ნიჰილიზმი? რა არის თქვენი აზრით ამის მიზეზი.

2. ოპოზიცია საკმაოდ მრავალფეროვნია, მათ შორის, მაგალითად, ენმ-მა მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას-თუმცა, მოშიმშილეების მრავლრიცხოვანი მხარდამჭერი აქციები, არც ენმ-ის ოფისთან გვინახავს. არც მანამდე, ელენე ხოშტარიას შიმშილობის დროს არ ყოფილა რაიმე სახის მხარდამჭერი სახალხო აქცია. რატომ, თქვენი აზრით? და თუ პროტესტის უკიდურესი ფორმაც კი არაა საკმარისი, რა მოლოდინი გაქვთ ინდივიდუალური პოლიტიკოსებისგან, მასობრივი გამოსვლების მოტივაციის შესაქმნელად?

3. ოპოზიციას ნამდვილად სჭირდება საკუთარი თავის კრიტიკულად შეფასება. საზოგადოებისგან წნეხი, ბუნებრივია, ოპოზიციასაც ისევე არგებს, როგორც ხელისუფლებას. ამავე დროს, ეს პოლიტიკური ბრძოლა ხვალ და ზეგ არ დასრულდება, ბევრი ბრძოლაა წინ. ამ პროცესში ოპოზიციის მუდმივი კრიტიკა რას მოიტანს? ნიჰილიზმს გაამწვავებს? ახალი პოლიტიკური ლიდერების გამოკვეთას შეუწყობს ხელს, თუ რა მოლოდინი აქვს ოპოზიციის კრიტიკოსებს?

4. მე პირადად დიდი ხანია მიმაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკურ კლასს საფუძვლიანი განახლება სჭირდება-მაგრამ ეს განახლება უჭირს. რატომ? რა არის ამის მიზეზი, თქვენი აზრით? ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა მითხრა, რომ პოლიტიკა შეუმდგარი ხალხის საქმეაო. ამგვარად თუ ხედავს ახალგაზრდა და მოაზროვნე ხალხი ამ საქმეს, რა შანსია ქვეყნისთვის ბრძოლის მოგების?

გულწრფელად მაინტერესებს ხალხის აზრი ამ კითხვებზე. ლანძღვის გარეშე-საქმიანი აზრი, თუნდაც ძალიან მწვავედ კრიტიკული.”

თეგები: სალომე სამადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved