“რადიო თავისუფლების” ცნობით”მთავარი არხის” საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა და ჟურნალისტმა ნათია ტრაპაიძემ ტელევიზია დატოვა. ინფორმაცია თავად დაუდასტურა რადიო თავისუფლებას.
“დავტოვე “მთავარი არხი”, მაქვს მიზეზები, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვსაუბრობ.”
მისი თქმით, ამ დროისათვის იგი რომელიმე სხვა მედიასაშუალებაში არ აგრძელებს მუშაობას.
“მთავარი არხის” დატოვება თანამშრომლებმა ტელევიზიაში შექმნილი ფინანსური პრობლემების შემდეგ დაიწყეს. არხიდან წავიდნენ იუმორისტულ გადაცემებზე მომუშავე ჯგუფი და ასევე ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი.
კომენტარები