• რეკლამა
  • კონტაქტი
11:15, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი – გურჯაანი უნდა იყოს ევროპული დონის მუნიციპალიტეტი, ეს მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი

ალია ავტორი - ალია
23:21 08-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

გურჯაანის მერობის კანდიდატის ზურაბ უტიაშვილის წარდგენაზე საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა კახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, გურჯაანი უნდა იყოს ევროპის დონის მუნიციპალიტეტი, რის თქმის საფუძველს დეპუტატს იმ პროექტების განხორციელება აძლევს, რომლებიც რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე, კიდევ ერთხელ, გამოსვლა და იმ პროექტებზე საუბარი, რომელიც გურჯაანში ხორციელდება, რომელიც თითოეული თქვენგანის დამსახურებაა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ახალგაზრდული საბჭოს წევრები, რომლებიც აქ შეგვეგებნენ და სწორედ ისინი არიან გურჯაანის მომავალი. მათი დამსახურებით შევძელით, რომ გურჯაანში რეგიონული ტექნოპარკი გაკეთდა, ამ პროექტს ჰქონდა დიდი მხარდაჭერა პრემიერის და „ქართული ოცნების“ მხრიდან. აქვე მინდა, აღვნიშნო ველისციხის პროექტი. ეს იქნება ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი და იმ ისტორიის გახსენება, რომელიც ველისციხეს ტრადიციულად მოყვება.

ასევე, აღსანიშნავია ის მცირე მარნები, რომელიც გურჯაანს, როგორც მეღვინეობის ქალაქად, მეღვინეობის მუნიციპალიტეტად აყალიბებს. არც ერთ მუნიციპალიტეტს არა აქვს იმხელა სავენახე ფართობები, იმდენი მიკროზონები, როგორც გურჯაანს. შემოვლითი გზა, რომელიც ერთი უკვე გაკეთდა მეორე კეთდება, თბილისიდან კახეთის მიმართულებით ოთხზოლიანი ავტობანი, რომელიც უფრო დაახლოებს და გააქტიურებს აქაურობას, ეს ინფრასტრუქტურული პროექტები არის ერთ-ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ გურჯაანი უნდა იყოს ევროპული დონის მუნიციპალიტეტი.

ეს მხოლოდ და მხოლოდ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით არის შესაძლებელი. აქვე მინდა აღვნიშნო, გურჯაანის პარკი, მსგავსი პროექტების განხორციელება ახალ სიცოცხლეს შესძენს ამ ქალაქს, ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც ბატონი პრემიერის ინიციატივაა, მსგავსი პროექტები სულ სხვა იერს შესძენს გურჯაანს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, კულინარიის ცენტრის მშენებლობის პროექტი, რომელიც მსოფლიო დონის ცენტრია, რომლის მშენებლობაც უკვე იწყება და ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული განათლების ცენტრი არა მარტო აქაურობისთვის, მთელი ქვეყნისთვის. აქვე, მინდა აღვნიშნო, კეჯის ბორდოს მეღვინეობის უნივერსიტეტის თანხმობა, იმაზე, რომ კულინარიის ცენტრთან ერთად მეღვინეობა-მევენახეობის უმაღლესი სასწავლებელიც აქვე არსებობდეს და ძალიან დიდი მადლობა ბატონ ირაკლის ამის მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ეს პროექტები, რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი არ არის, არ უნდა გავექცეთ იმ გამოწვევებს, რომელიც ყოველდღიურობაში გვაქვს. წყალი, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი გამოწვევა და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით ამასაც ძალიან მალე გადავჭრით. ამ პროექტების განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია „ქართული ოცნების“, პრემიერის მხარდაჭერით.

მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“ და პრემიერს ჩვენი რეგიონის მხარდაჭერისთვის“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

თეგები: დავით სონღულაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved