• რეკლამა
  • კონტაქტი
02:17, ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ქაცარავა:“რუსი ოკუპანტები პატრულირებენ ჩორჩანას ტყეში, გადმოკვეთილი აქვთ მათ მიერვე დაწესებული ე.წ. წითელი ხაზი, ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან რეაგირებას და პატრულირების დაწყებას !!!”

ალია ავტორი - ალია
12:34 01-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ხელმძღვანელი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში, იმ მონაკვეთზეც პატრულირებენ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ნაწილშია. ის სოციალურ ქსელში ვიდეო კადრებსაც აქვეყნებს.

ქაცარავა წერს, რომ რუსებს ახალი გეგმა აქვთ, რომელიც დამატებით 209 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის ოკუპაციას გულისხმობს.

“გთავაზობთ ახალ მტკიცებულებას ჩორჩანას ტყიდან, სადაც აშკარაა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაანონსებული გეგმა განხორციელების სტადიაშია.

რუსი ოკუპანტები პატრულირებენ ჩორჩანას ტყეში, გადმოკვეთილი აქვთ მათ მიერვე დაწესებული ე.წ. წითელი ხაზი, რომლებშიც 2008 წელს ე.წ. “სამხრეთ ოსეთი” აღიარა ოკუპანტმა სახელმწიფომ – რუსეთმა.

ახალი გეგმა გულისხმობს დამატებით 209 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის ოკუპაციას, რაც ჩვენი შეფასებით დაწყებულია მათ მიერ მონიშნულ გარკვეულ მონაკვეთებზე.

ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან რეაგირებას და პატრულირების დაწყებას ყველა იმ ადგილას, რაც ოკუპანტს დაანონსებული აქვს, პოსტების ჩადგმას მცხეთა-მთიანეთში, ზემო იმერეთსა და რაჭაში. ამ ზომების არ მიღება კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ხელისუფლება პირდაპირ კოლაბორაციაშია რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან და ხელს უწყობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას”, – წერს დავით ქაცარავა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
ახალი ამბები

ავერსის 32 წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!

14:51 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved