• რეკლამა
  • კონტაქტი
21:48, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: არესტოვიჩმა აღიარა, რომ ადამიანების „საზარბაზნე ხორცად“ დატოვება შეგნებულად მოხდა

ალია ავტორი - ალია
11:01 04-08-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
187

ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინა უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია აღმოსავლეთ უკრაინიდან – არესტოვიჩმა აღიარა, რომ ადამიანების „საზარბაზნე ხორცად“ დატოვება შეგნებულად მოხდა, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი
ალექსი არესტოვიჩის განმარტებას, თუ რატომ არ მოახდინეს მოსახლეობის ევაკუაცია.

როგორც ქართველიშვილი წერს, გამიზნულ მავნებლებში თვალშისაცემია სამი ტიპის კატეგორია: „სასარგებლო იდიოტები“, კლასიკური ჯაშუშები და ფსიქო/ნარკო გადახრების მქონე „შერეკილები“. ალექსი არესტოვიჩს რომ ვაკვირდები – ალბათ მესამე კატეგორიისკენ უფრო ვემხრობი.

„გამიზნულ მავნებლებში თვალშისაცემია სამი ტიპის კატეგორია: „სასარგებლო იდიოტები“, კლასიკური ჯაშუშები და ფსიქო/ნარკო გადახრების მქონე „შერეკილები“. ალექსი არესტოვიჩს რომ ვაკვირდები – ალბათ, მესამე კატეგორიისკენ უფრო ვემხრობი. ჯერ არ „გადახარშულა“ მისი ცნობილი შეხედულებები „ისლამურ სახელმწიფოზე“, როგორც მომავლის სანიმუშო ორგანიზაციულ/მმართველობით ფორმაზე – მან ახალი გამაოგნებელი აღიარებით მიიქცია საზოგადოების ყურადღება. რატომ უნდა თქვა საჯაროდ ყველაფერი ის, რასაც ორმაგი აღქმის შინაარსი გააჩნია???
ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოახდინა უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია აღმოსავლეთ უკრაინიდან – არესტოვიჩმა აღიარა, რომ ადამიანების „საზარბაზნე ხორცად” დატოვება შეგნებულად მოხდა: „ჩვენ ზუსტად ვიცოდით უკრაინაში რუსეთის შემოჭრის თარიღი და შეგვეძლო
წინასწარ გაგვეფრთხილებინა მშვიდობიანი მოსახლეობა და გამოგვეცხადებინა მათი ევაკუაცია, მაგრამ ამას შესაძლოა გამოეწვია ლტოლვილთა დიდი ნაკადები. ისინი კი გადაავსებდნენ ყველა გზას, ეს იქნებოდა სადღაც 10-12 მილიონი ადამიანი. ამ დროს ჯარი ვერ შეძლებდა თავისუფლად გადაადგილებას, ვერ მიიღებდა შესაბამის აღჭურვილობას. გესმით ხომ? ეს გამოიწვევდა გზებისა და ხიდების სრულ პარალიზებას. ეს იქნებოდა ძალიან მომგებიანი მომენტი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის და ამ სიტუაციაში ჩვენ წავაგებდით ომს, ხელიდან გავუშვებდით მნიშვნელოვან მომენტს. დნეპრისპირეთის მარცხენა და მარჯვენა ნაწილების დამაკავშირებელი 50 ხიდია უკრაინაში და ყველა მათგანი გადაიჭედებოდა. ამ შემთხვევაში რა გამოსავალი დაგვრჩებოდა – მხოლოდ ტანკებით გადაგვევლო ჩვენი მოსახლეობისთვის, დაგვეხვრიტა ისინი, რათა გადაგვევლო ხიდები. ამიტომ, ომის დაწყების ზუსტი თარიღის ართქმა იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი. ეს იყო გადაწყვეტილება – ან ჩუმად ვყოფილიყავით, ან გამოგვეწვია უკრაინის პარალიზება და დავრჩენილიყავით დნეპრისპირეთის მარცხენა ნაწილში. ყველა სცენარში, რომელიც ჩვენ ჩვენს მრჩევლებთან ერთად განვიხილეთ, ჩვენ ვერ გავქაჩავდით ბრძოლას, თუ გამოვაცხადებდით, რომ ომი მალე დაიწყებოდა რუსეთთან”. წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved