• რეკლამა
  • კონტაქტი
01:24, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანიამ USAID/NARUC-ის ორგანიზებით მიმდინარე ენერგეტიკული კონფერენცია გახსნა

ალია ავტორი - ალია
12:27 09-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
466

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკული კონფერენცია გახსნა, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ორგანიზებით მიმდინარეობს.

დავით ნარმანიამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა შეხვედრის მონაწილეებს, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის USAID-სა და NARUC-ის წვლილსა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრაზე სიტყვით წარდგნენ USAID-ის წარმომადგენელი დევიდ ჰოფმანი, NARUC-ის წარმომადგენელი იულია ბაგიროვა და „Power Central Asia“ -ს წარმომადგენელი ემილია ტერენტოვა.

„სემეკს, USAID-სა და NARUC-თან თანამშრომლობის 25 წლიანი ისტორია აქვს. თანამშრომლობის ფარგლებში მივიღეთ და ვიღებთ უზარმაზარ გამოცდილებას, ღირებულ ინფორმაციას რეგიონული პროგრამებიდან, აქტუალური კონფერენციებიდან და ორმხრივი შეხვედრებიდან. დღეს უკვე მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ახლა გადიან იმ ეტაპებს, რაც სემეკმა 25 წლის განმავლობაში გაიარა. არაერთი პროექტია, რომლითაც სემეკი გამოირჩევა სხვადასხვა ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს შორის, აქედან გამომდინარე გამოცდილების გაზიარების მიზნით, მომავალშიც აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ USAID/NARUC-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

26-30 სექტემბერს, თბილისში USAID/NARUC-ის ორგანიზებით შეხვედრები იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალური აზიის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიებისა და საჯარო უწყებების ხელმძღვანელი პირები. სემეკის წარმომადგენლები შეხვედრების მონაწილეებს გაუზიარებენ გამოცდილებას ენერგეტიკის სექტორში რეგულირების, სატარიფო პოლიტიკის, საფინანსო, ლოჯისტიკურ საკითხებზე. გარდა ამისა, ისაუბრებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილებაზე, მედიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და „მედია კლუბის“ პროექტზე, რომელიც წარმოადგენს USAID/NARUC-ის პროგრამის ფარგლებში გაზიარებულ საუკეთესო პრაქტიკას.

თეგები: NARUCUSAIDდავით ნარმანიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved