• რეკლამა
  • კონტაქტი
16:36, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა

ალია ავტორი - ალია
17:06 12-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
692

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან სემეკის 2022 წლის საქმიანობა შეაჯამა. მან ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში 2022 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე, სემეკის მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებზე საერთაშორისო პროექტებზე, სატარიფო რეგულირებასა და 2023 წლის გეგმებზე.

სემეკის თავმჯდომარემ სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2022 წელს კომისიაში სემეკში კომპანიების წინააღმდეგ 3549 განცხადება/საჩივარი შევიდა. წლის განმავლობაში, სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1 244 818 ლარი ჩამოაწერა.

„2022 წელს, ისევე როგორც სხვა წლებში, სემეკისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სემეკის მიერ დადგენილი მომსახურების სტანდარტების შეუსრულებლობის გამო, კომპანიებმა მოქალაქეებზე კომპენსაციის სახით 275 695 ლარი გასცეს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კომუნალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხითაც. მათ შორის, გავრცელდა პირველი კლასის კომუნალური ხაზობრივი ნაგებობების შეთანხმების სპეციალური წესი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, ამოქმედდა დადგენილება „მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშებისა და გატარებაში მონაწილე გამანაწილებელი ქსელისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობილობის მოვლა-პატრონობის წესის” შესახებ, დამტკიცდა წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის გაანგარიშების წესი, წყალმომარაგების კომპანიებს დაეკისრათ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან გამომავალი პირველი ჭის ჩათვლით წყალარინების ქსელის მოვლის, მის ფლობისა და ექსპლუატაციის ვალდებულება. სემეკი ინტენსიურად აგრძელებს კომუნალური სერვისების გამარტივებასა და ხელმისაწვდომობაზე მუშაობას. ამ კუთხით გამორჩეული იქნება 2023 წელი“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებს გააცნო განახლებადი ენერგიების გამოყენების კუთხით სემეკის მიერ შემუშავებული ხელშემწყობი მექანიზმები. მისი თქმით, სწორად სემეკის ამ მიდგომებიდან გამომდინარე, 2022 წელს ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე გაორმაგდა.

„2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართულია 694 სადგური, მათ დადგმული ჯამური სიმძლავრე 35 მეგავატამდეა. ბაზარზე შემოვიდა პრემიუმ კლასის მცირე ქარის სადგურებიც და ვფიქრობ, 2023 წლისათვის ნეტო აღრიცხვაში ჩართული ქარის ტურბინების რაოდენობა გაიზრდება “, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved