• რეკლამა
  • კონტაქტი
23:16, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანიამ ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე პროექტის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა

ალია ავტორი - ალია
15:49 02-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
543

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე „თვინინგ ლაითის“ დახურვის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა. სემეკის თავმჯდომარის შეფასებით, ენერგეტიკული ბაზრის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზების პროცესმა, ასევე მსოფლიოში ტექნოლოგიების როლის სწრაფმა გაზრდამ, დიგიტალიზაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად აქცია.

„დარწმუნებული ვარ, სემეკის, სხვა შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მალე შეძლებს შექმნას და
განავითაროს კონკურენტული და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზარი, უზრუნველყოს
ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. საერთაშორისო პროექტებისა და
მიღებული გამოცდილების გამოყენებით, შევძლებთ სემეკის შესაძლებლობების გაზრდას, რათა გავაუმჯობესოთ რეგულირების სტანდარტები და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მდგრადი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს არსებობას, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებასა და, ამავდროულად, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ამჟამად ისტორიულ მოვლენებს ეყრება
საფუძველი. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა საქართველოს კანონმდებლობის
ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებისათვის. შემუშავდა არაერთი ნორმატიული აქტი, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტული ბაზრის ფუქციონირებისათვის სათანადო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას და ეფექტიან მონიტორინგს, ისევე როგორც მომხმარებელთა უფრო მაღალი დონის დაცვის მექანიზმების არსებობას. ამ პროცესში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება უმნიშვნელოვანესია,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ევროკავშირის დაფინანსებით, სემეკში მიმდინარე თვინინგ ლაითის პროექტის –
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის
სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო
მიქაუტაძე, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, სემეკის წევრი და პროექტის
ლიდერი გიორგი ფანგანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების
განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კატალინ გერმანი, იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახურის (GSE) წარმომადგენლები, ალბერტო ბიანკარდი,
პიეტრო ფალკონი.

თეგები: დავით ნარმანიაროცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved