• რეკლამა
  • კონტაქტი
22:35, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანიამ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ალია ავტორი - ალია
16:52 06-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმში. სემეკის თავმჯდომარის მოდერატორობით გამართულ პანელურ დისკუსიაში, მონაწილეებმა იმსჯელეს განახლებადი ენერგიის მოხმარებისა და განვითარების საკითხებზე.

დავით ნარმანიამ დისკუსიის მიმდინარეობისას ისაუბრა განახლებადი ენერგიის კუთხით
საქართველოს პოტენციალსა და ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდის
აუცილებლობაზე. მან ყურადღება გაამახვილა სემეკის მიერ დანერგილ ნეტო აღრიცხვის სისტემაზე, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების წესზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი იძლევა შესაძლებლობას ვიმსჯელოთ ჯანსაღი ქალაქის განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მწვანე ენერგეტიკული გარემოს ჩამოყალიბება. მწვანე ენერგიის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს როგორც საქართველოს ეროვნულ ინტერესს, ასევე საერთაშორისო ვალდებულებასაც – სახელმწიფო ენერგეტიკული პოლიტიკა ორიენტირებულია ევროკავშირთან ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისკენ. ქვეყნის ინტერესია, რომ ხელი შეეწყოს ენერგიის ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რათა ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი წარმოებით სრულად დაკმაყოფილდეს და ასევე, ხელი შეეწყოს ჭარბი ენერგიის საექსპორტოდ გატანას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის განხორციელებაც ქვეყანას ევროპასთან მწვანე ენერგიის პირდაპირი ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს“- აღნიშნა დავით ნარმანიამ.

6-7 ივნისს, თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი მიმდინარეობს, სახელწოდებით – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“. ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა მოწინავე იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

(R)

თეგები: დავით ნარმანიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved