• რეკლამა
  • კონტაქტი
16:50, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანია, ზუგდიდში, დებატების პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
13:37 12-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
322

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დებატების ტურნირის ფარგლებში, ქ ზუგდიდში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნა და დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

„დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან ერთად ვახორციელებთ უკვე მეორე პროექტს, რომელიც მოიცავს სკოლის მოსწავლეებს შორის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მნიშვნელოვან საკითხებზე როგორც მონაწილეთა ინფორმირებულობას, ასევე დებატების სხვადასხვა ტექნიკებით არგუმენტირებულ მსჯელობას. მიმდინარე დებატების ტურნირის ფარგლებში მონაწილეთა მხრიდან გამოიკვეთა ძალიან საინტერესო მოსაზრებები და პოზიციები, სწორი და ენერგეტიკის სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვები, რაც ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია. ენერგეტიკა, როგორც ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ერთ-ერთი წამყვანი დარგი, საჭიროებს მუდმივ განვითარებასა და სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად იყოს გააზრებული, თუ რატომაა საჭირო განახლებადი ენერგიის განვითარება, როგორ უნდა შეეწყოს ხელი ენერგოეფექტურობის საკითხებს. დებატების საშუალებით ყალიბდება ის ჭეშმარიტი ღირებულებები და მოსაზრებები, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს სწორი ხედვების ჩამოყალიბების ფუნდამენტს“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის თავმჯდომარე, თინათინ ცერცვაძე. მათ დებატების პროექტის მნიშვნელობასა და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ზუგდიდის, ხობის, ჩხოროწყუს, ფოთის მუნიციპალიტეტების დებატების კლუბების 100-მდე მასწავლებელი და მოსწავლე. სემეკისა და დებატების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება. მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტი საჯარო სკოლის მოსწავლე.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას, კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტაციის უნარის, მასალების მოძიების, ორატორობის, გუნდური მუშაობის, დროის მენეჯმენტის ჩვევების ჩამოყალიბებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved