• რეკლამა
  • კონტაქტი
22:15, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანია: სემეკის მიერ მომზადებულია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის ფუნდამენტურად მყარი სამართლებრივი ჩარჩო

ალია ავტორი - ალია
11:54 11-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
340

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, სემეკის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

დავით ნარმანიამ ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობისა და ევროპის ენერგეტიკული პაკეტის იმპლემენტაციის შესახებ. სემეკის თავმჯდომარის თქმით, მარეგულირებელ კომისიას 30-ზე მეტი ნორმატიული აქტი აქვს მიღებული, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებულ ვალდებულებას.

„სემეკი დღესაც აქტიურად მუშაობს ნორმატიული აქტების მიმართულებით, რომლის მიზანიცაა ენერგეტიკულ ბაზარზე ახალი რეგულაციების დაწესება და ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის ხელშეწყობა. სემეკის მიერ მომზადებულია ბაზრის ლიბერალიზაციისთვის ფუნდამენტურად მყარი სამართლებრივი ჩარჩო, რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა მონაწილეების მზადყოფნის მაჩვენებლები. სემეკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის არსებობისა და განვითარებისთვის სათანადო პირობების შესაქმნელად. უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში სემეკის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი, ბაზარზე მანიპულირებისა და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა, რა მიმართულებითაც შესაბამისი წესები უკვე შემუშავდა“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ენერგეტიკის სექტორის მრჩეველმა ნიკოლოზ ოყრეშიძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved