• რეკლამა
  • კონტაქტი
06:17, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ნარმანია KIU-ს სტუდენტებს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
13:31 04-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ლექცია წაიკითხა. სემეკის თავმჯდომარემ სტუდენტებს გააცნო სემეკის ფუნქციები, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობა,

ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის აუცილებლობაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებით ახალგაზრდების, სტუდენტების დაინტერესება.

ენერგეტიკას საქართველოში აქვს განვითარების დიდი პოტენციალი და ამ კუთხით, ახალგაზრდების ჩართულობა, მათი იდეების გენერირება სექტორის მუდმივი ზრდისთვის აუცილებელია. მოხარული ვარ, რომ მქონდა ლექცია ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, სადაც ხარისხიანი სწავლისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი. გამოიკვეთა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა დაინტერესება ენერგეტიკის მიმართ დიდია და ჩვენ ვეცდებით, რომ მათი ინტერესის ზრდას შევუწყოთ ხელი, სემეკსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის სტუდენტებს სემეკში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მიმართულებით. მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved