პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა:
“ჩვენდა სამწუხაროდ, პანდემია ახალ, უფრო აქტიურ ფაზაში გადავიდა და მეექვსე ადგილზე გადავინაცვლეთ სიკვდილიანობის მაჩვენებლით – 70-ზე მეტი ადამიანი ეთხოვება წუთისოფელს ყოველ დღე. გასაგებია, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია, მაგრამ მხოლოდ 1 მოშიმშილეზე აქცენტირებული მოსახლეობა, როდესაც სახელს და გვარსაც არ კითხულობენ ყოველდღიურად გარდაცვლილი 80-მდე ადამიანის – არაჯანსაღი სიტუაციაა. არავის სახელი არ უკითხავთ, არსებობდნენ ეს ადამიანები თუ არ არსებობდნენ. დარჩნენ ყურადღების მიღმა.
მე არ ვგულისხმობ, რომ სამედიცინო პერსონალის ყურადღების მიღმა დარჩნენ, მე ვგულისხმობ საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩენას – თითქოს სტატისტიკაა. ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს საქმე: არ აქვს მნიშვნელობა ის პრეზიდენტად მუშაობდა თუ დამლაგებლად – ადამიანი ადამიანია, თუ ქრისტიანულია ეს ქვეყანა, ყურადღება გავამახვილოთ ამ თემაზე“
წყარო – იმედინიუსი
შეგახსენებთ, ვაქცინაციაზე, პანდემიის მართვაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. გარდაცვლილი პაციენტების ვინაობის გასაჯაროებას კანონი კრძალავს და არც ერთი საჯარო უწყება ამ ინფორმაციას არ გასცემს. იმედია, ბატონი დავითის მოწოდებას გამოეხმაურება მთავრობა, რომელიც მართლაც მხოლოდ სააკაშვილზე საუბრობს, ჯერ გვიმტკიცებდა, რომ იგი არ შიმშილობდა, ახლა კი, სთხოვს მას, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, ამასობაში კი, რას აკეთებენ და აკეთებენ, თუ არა რაიმეს, პანდემიის ახალი ტალღის სირთულეების თავიდან ასაცილებლად – არავინ განმარტავს სრულყოფილად. პრემიერმა მეორე ტურის შემდეგ განაცხადა, რომ წყვეტს სააკაშვილზე საუბარს და საქმის კეთებას იწყებს – შესაბამისად, სავარაუდოდ, სწორედ მას შეუძლია ბატონ დავით უპასუხოს.
კომენტარები