• რეკლამა
  • კონტაქტი
23:14, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით იაკობაშვილი, ევტუშეკოვი, ხიდაშელი, მამაცაშვილი, ლილუაშვილი – ვის გვარებს ასახელებს ხოშტარია “როსნეფტის საქმეზე”

ალია ავტორი - ალია
13:22 06-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,185

“დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბათუმის ნავსადგურში, სანქცირებული ნავთობპროდუქტით შემოსულ გემთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, წარმოუდგენელია გემს სანქცირებული ტვირთი წინასწარი შეთანხმების გარეშე ამხელა მანძილზე მოჰქონდეს. გარდა ამისა, ხოშტარია ამბობს, რომ მუშაობს სანქციების თავიდან არიდების მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც გემებს წარმოშობის დოკუმენტებს უცვლიან.

“უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე, გემი, რომელიც გადის 500 კმ-ს წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე და იმ გარანტიის გარეშე, რომ ამ ტვირთს მიიღებენ აქ. მეორე, პორტში შემოსვლის მომენტისთვის ყველა გემი გადის პროცედურას, რომელსაც ამოწმებს ყველა უწყება, მათ შორის საბაჟო, რომელიც მერე იტყუებოდა რომ ამასთან შეხება მას არ ჰქონია, სხვა შემთხვევაში ის ვერ მოხვდებოდა პორტში.  რა უნდოდა ამ გემს პორტში, სანქციების თავიდან არიდების მექანიზმი ხდება ასე, შემოდის გემი, ცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას, იმისთვის, რომ შემდეგ გაგრძელდეს და წაიღოს ეს ტვირთი სხვაგან. ნიშანდობლივია, რომ გემი იდგა 2 დღე და ხელისუფლებამ დაადასტურა ამ გემის აქ ყოფნა და ამ გემზე დაიწყო საუბარი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი გაცხადდა როგორც უკრაინულ ისე ქართულ პრესაში”, – თქვა ხოშტარიამ. 

“დროას” ინფორმაციით, ამ ფაქტისა და მექანიზმის უკან დგას წარმოშობით ქართველი, დღეს შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოში დაკავებულია ნავთობის ბიზნესით.

“2014 წელს “როსნენფტთან” მოაწერა პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი და მისი კომპანიის 49% შეისყიდა “როსნეფტმა”. სანქციების შემდეგ გადააკეთეს ფორმალური საბუთები, ეს არის ღია ინფორმაცია. რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, იმ ევტუშენკოვთან, რომელიც ესაუბრებოდა ბიძინა ივანიშვილის ტელეფონით და ბორენკას ეძახდა, ხიდაშელთან და იყო “სისტემას” საბჭოში. საქართველოს მხრიდან ამაში ჩართულია ის არაფორმალური პირამიდა ეკონომიკის გარყვნილი მართვის, რომელიც არის დაკავშირებული და შესასწავლია უჩა მამაცაშვილისა და ლილუაშვილის როლი ამ სქმეაში”, – თქვა ხოშტარიამ. 

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან, რათა არა ქვეყანა, არამედ კონკრეტული პირები დასანქცირდნენ.

 

წყარო – მთავარი არხი

თეგები: ელენე ხოშტარიაროსნეფტის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved