• რეკლამა
  • კონტაქტი
20:26, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მდგომარეობა ამ ხელისუფლების პერიოდში გაუარესდა – თეონა აქუბარდია

ალია ავტორი - ალია
16:52 09-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხს “სტრატეგია აღმაშენებლის” სპიკერი ეხმიანება. თეონა აქუბარდიას მიაჩნია, რომ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა სპეციალური საბჭოს შექმნა, რომელშიც ჩართულობის შესაძლებლობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსაც ექნებათ. აქუბარდიას თქმით აღნიშნული თემა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგან ის მაღალი ინტერესების მატარებელია. 

“გუშინ პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლი. აზერბაიჯანთან, ისევე როგორც სომხეთთან საზღვრის დემარკაცია – დელიმიტაცია არ არის დასრულებული. მომლოცველები ვეღარ ადიან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის სრულ მონაკვეთზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შარშან გაკეთებული დაუფიქრებელი და მავნე განცხადების შემდეგ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა გაუარესდა ამ ხელისუფლების პერიოდში.  დღეს საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ჩვენ ორ მეზობელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. საკითხის ამ დროს და ამ ფორმით წამოწევამ შესაძლოა გააღვივოს ანტიაზერბაიჯანული განწყობები. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაფუჭება სწორედ რომ შედის რუსეთის ინტერესებში. ამ საქმით ხელისუფლება ცდილობს გააფაროს ის მძიმე პრობლემები, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში შეიქმნა ქვეყანაში. პროკურატურისადმი ნდობა ჩვენს საზოგადოებაში დაბალია და ის იქცა მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებელ უწყებად. მნიშვნელოვანია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილზე განხილვა იყოს ყველასთვის გამჭვირვალე, შეიქმნას საბჭო სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ და თითოეულ დეტალს გაეცნონ, რათ დაცული იყოს ჩვენი ინტერესები. ” – თეონა აქუბარდია

თეგები: თეონა აქუბარდიასტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved