• რეკლამა
  • კონტაქტი
21:07, კვირა, 7 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დავით გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, ამისთვის იბრძვიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა“ – გია ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
20:48 01-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

გარეჯი საქართველოა მთლიანად, იმის მიუხედავად, რაღაც რუკებზე ერთი ნაწილი იქით იქნება, თუ აქეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ დავით გარეჯთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ისე უნდა ააწყოს აზერბაიჯანთან ურთიერთობა, რომ მარტო რუკები არ იყოს რაღაცის განმსაზღვრელი.

„ივერი მელაშვილის ცალკეული განცხადება კი არ უნდა ამოგლიჯონ „ქოცებმა“ და ატრიალონ ტელევიზიებით, არამედ ის, რას აკეთებდა ამ წლების განმავლობაში ეს კაცი და რისთვის იბრძვის. გარეჯი საქართველოა მთლიანად, მიუხედავად იმისა, რაღაცა რუკებზე ერთი ნაწილი იქით იქნება თუ აქეთ. რუკები ერთი ამბავია და ჩვენ რისთვის ვიბრძვით – მეორე. გარეჯი არის საქართველოსი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან, რომ თუნდაც რაღაც რუკაზე ეს სხვანაირად იყოს დატანილი, თუნდაც იმაზე, რაზეც ურთიერთშეთანხმება ადრეც მოხდა, საბჭოთა კავშირის თუ შევარდნაძის დროს. ჩვენ ხომ ვიცით, რომ აზერბაიჯანს აქვს პრეტენზია, ჩვენ ხომ ვიცით, რომ აზერბაიჯანი რაღაცა რუკებით ხელმძღვანელობს, რომლითაც ამბობენ, რომ მათ ტერიტორიაზეა. ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ისე უნდა ავაწყოთ ურთიერთობა, რომ მარტო რუკები არ იყოს რაღაცის განმსაზღვრელი. გარეჯი იყო, არის და იქნება საქართველო, თუ ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება და თუ ამგვარი პროცესებით ზიანს არ მიაყენებს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ მზად არის საქართველოს პოზიციები შეასუსტოს ნებისმიერ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხში, ოღონდ „მიხეილ სააკაშვილს რამე დააბრალონ“.

„კი, მეგობარი სახელმწიფოა აზერბაიჯანი, მაგრამ მოვა და გეტყვის, რომ შენ მოგიცია ჩემთვის რაღაც ტერიტორია. საქართველოს მოლაპარაკებების პოზიციებს ასუსტებს ეს ხელისუფლება, ოღონდ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც დააბრალონ. ოღონდ ეს გააკეთონ და მზად არიან, საქართველო დაადანაშაულონ ომის დაწყებაში. ოღონდ სააკაშვილზე თქვან ცუდი და ომის დაწყებაში საქართველო იყოს დამნაშავე. ოღონდ სააკაშვილზე თქვან ცუდი და კი ბატონო, ჯანდაბას, გარეჯზე თუ საზღვრის სხვა მონაკვეთებთან დაკავშირებით გვქონდეს სუსტი პოზიციები აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში. არ აინტერესებთ, ესენი არიან პუტინის გეგმის შემსრულებელი ხალხი“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

ბარამიძემ კომენტარი გააკეთა ასევე ივერი მელაშვილის განცხადებაზე, რომელიც დავით გარეჯის სადაო ტერიტორიას შეეხებოდა.

„გარეჯი იყო, არის და უნდა იყოს საქართველო, ამისთვის იბრძოდნენ და იბრძვიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ეს არის ფაქტი და ეს ჩვენ ვიცით. ადამიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანი სხვა კუთხით უყურებს, სხვანაირად უყურებს ამა თუ იმ რუკის მიხედვით და შეიძლება მათთვის უფრო მომგებიანი სიტუაცია შეიქმნეს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და აზერბაიჯანს მოვეპყრათ როგორც მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც უნდა შეგვეძლოს ჩვენი ინტერესების დაცვა, მიუხედავად რუკებისა. ის კი არ უნდა უთხრა, არ მაინტერესებს, შენ რას ფიქრობ და არ მაინტერესებს ამა თუ იმ რუკაზე როგორ არის, არამედ უნდა გქონდეს მოლაპარაკების საშუალება და ძლიერი პოზიციები, მორალურიც და იურიდიულიც“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

ივერი მელაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესის დაწყება პირდაპირ იმის მტკიცებით, რომ რაღაც შენია, არასწორია და საქმეს აფუჭებს. მისივე თქმით, მოლაპარაკება რაღაც ეტაპიდან უნდა დაიწყოს.

„როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved