• რეკლამა
  • კონტაქტი
07:36, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ბახტაძე – სამტრედიაში მამაჩემის სახელობის ქუჩის არსებობა უზარმაზარ პასუხისმგებლობას მაკისრებს!

ალია ავტორი - ალია
14:45 09-21-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

სამტრედიის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის მერობის კანდიდატი დავით ბახტაძე, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებტან ერთად ყველა ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

,,ჩვენ ფეხდაფეხ მოვიარეთ სამტრედიის მრავალი სოფელი, უბანი და ქუჩა. ჩვენი მხარდამჭერების ირგვლივ, ვხედავთ ადამიანებს, რომლებმაც შეიცვალეს თავიანთი შეხედულებები და ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ. ეს ჩვენთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა და უფრო რთული გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რა მასშტაბზე გადის ამ პროექტებით მოსარგებლეთა რაოდენობა.

ვდგავარ ქალაქში სადაც ჩემი მამის სახელობის ქუჩა არსებობს და ვესაუბრები ამომრჩევლებს. ვარ ამაყი შვილი, ამავდროულად უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეული თქვენგანის მიმართ. ჩემი შვილები ამ ქუჩაზე იზრდებიან, როგორც მე ვამაყობ ჩემი მამის ნაკეთები საქმეებით, ასევე მინდა ჩემმა შვილებმა იამაყონ ყოველთვის ჩემით. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მომავლის სამტრედია!

„ქართული ოცნების”  ხელისუფლების პირობებში, სამტრედიაში უპრეცედენტო მოცულობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ წინ კიდევ ბევრ გამოწვევა გვაქვს. ჩვენი ერთად დგომა,  ცენტრალური ხელისუფლებისა და  საზოგადოების მხარდაჭერა, ნიშნავს უფრო ძლიერ, განვითარებულ,  გალამაზებულ და მოწესრიგებულ სამტრედიას.

ამაყები ვართ, რადგან ზოგ სოფელში ათწლეულების მოუგვარებელი პრობლემები გადავჭერით. ასფალტ-ბეტონის საფარით მოვაპირკეთეთ ისეთი ქუჩები, სადაც ეს წარმოუდგენლად მიაჩნდათ. წინ ძალიან ბევრი საქმეა, თქვენი მხარდაჭერით ყველა ის პროექტი განხორციელდება, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩემი მიზანია სამტრედია მისი ინფრასტრუქტურით იქცეს მიმზიდველ ქალაქად. ამ მიზანს თქვენი მხარდაჭერით, ჩემს გუნდთან ერთად აუცილებლად მივაღწევ.”-დავით ბახტაძე.

თეგები: სამტრედია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved