• რეკლამა
  • კონტაქტი
14:39, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავიფიცე, რომ მისი სახელის და გვარის ღირსეული გამგრძელებელი უნდა გამეზარდა” – თათია შარანგია

ალია ავტორი - ალია
14:18 01-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
346

ტელეწამყვანი  და პიანისტი თათია შარანგია ყოფილი მეუღლის ცნობილ ბაბუას, საქართველოს გარდაცვლილ ექსპრეზიდენტს,  ედუარდ შევარდნაძეს ემოციურ პოსტს უძღვნის. თათია, რომელმაც ვაჟიშვილს სწორედ ბაბუს საპატივცემულოდ დაარქვა ედუარდი(ედუ), მასთან გატარებულ პერიოდს იხსენებს და დიდი ბაბუის შვილთაშვილთან გადაღებულ ფოტოსაც ურთავს:“ორი ედუარდი…
განსაკუთრებულად მიყვარდა, მისთვის ყოველთვის სიამოვნებით ვუკრავდი მოცარტს, მახსოვს მისი დახვეწილი გემოვნება და ღრმა ცოდნა კლასიკური მუსიკის. თურმე როგორი ფუფუნება იყო მასთან საუბარი და ბევრი ისტორიული მომენტის ერთი-ერთზე მისგან მოსმენა.

როდესაც გავიგე, ბიჭს ველოდებოდი, დიდი მორიდებით ვკითხე მას, თუ გაუხარდებოდა, შვილთაშვილს მისი სახელი ჰქონოდა. მახსოვს ხანმოკლე პაუზა და მისი პასუხი: “მე სხვანაირად არც წარმომედგინა, ბაბუ. დაარქვით ჩემი სახელი ჩემს შვილთაშვილს და ნახავთ, თუ რამდენად მეტს მიაღწევს, ვიდრე მისი დიდი ბაბუა, ყველაზე ბედნიერი და იღბლიანი ბიჭი იქნება”. მაშინ დავიფიცე, რომ მისი სახელის და გვარის ღირსეული გამგრძელებელი უნდა გამეზარდა. სრული პასუხისმგებლობით და დიდი სიყვარულით დავარქვი ჩემს შვილს მისი სახელი…

გავაჩინე ედუარდ-გიორგი შევარდნაძე გრძელი შავი თმით და ლურჯი თვალებით. კისერზე პატარა წითელი ლაქა შევამჩნიეთ. ეს ლაქა არც დედამისს აქვს, არც მამამისს. ჩამოვედი თბილისში, დაგვხვდა აეროპორტში მთელი ოჯახი და პირველი რეისით, რა თქმა უნდა, კრწანისის რეზიდენციისკენ ავიღეთ გეზი. არასდროს დამავიწყდება ბაბუს ამაყი და ბედნიერი თვალები. ის სითბო, რასაც ედუს მიმართ გამოხატავდა. როცა მასთან ახლოს მივედი, რომ ბავშვი ხელში ამეყვანა, ვნახე, რომ სწორედ ბაბუს, ზუსტად კისერზე, ზუსტად იგივე ფორმის წითელი ლაქა ჰქონდა. გაოგნებისგან იმდენი ვიყვირე, “ნახეთ, ნახეთ, ბაბუს ქონია ესეთი ლაქა” გაოგნებული მიყურებდა და ზუსტად ისე გაუხარდა, როგორც მე. სხვანაირად გაიღიმა, ვიდრე მანამ მენახა…

25 იანვარს ბაბუს დაბადების დღეა. ცხოვრება გრძელდება და ის ჩვენს შვილებში, ჩვენს შთამომავლობაში აგრძელებს მსვლელობას”, – წერს თათია შარანგია.

თათია შარანგია შვილებთან-ის სურათის შედეგი

შეგახსენებთ, თათია შარანგია ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილის ლაშა შევარდნაძის ყოფილი მეუღლეა, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. ამჟამად თათია სანდრო შელიაზეა დაქორწინებული, რომელთანაც მესამე ვაჟი შეეძინა.

წყარო: საბავშვო ინფო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved