• რეკლამა
  • კონტაქტი
07:21, სამშაბათი, 22 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავინახე, როგორ ურტყამდა მიხეილ კალანდია სალარიძეს წაწვეტებულ საგანს” – ბარბაქაძის ჩვენების დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:55 01-21-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გუგა ბარბაქაძემ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიასა და კიდევ ერთი პირის, გ.მ.-ს წინააღმდეგ ჩვენება მისცა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გუგა ბარბაქაძის დღევანდელი ჩვენება ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ამასთან, პროკურორის განმარტებით, მოწმის სტატუსით დაკითხულმა მსჯავრდებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაინახა, თუ როგორ ურტყამდა მიხეილ კალანდია დავით სარალიძეს წაწვეტებულ საგანს:

„მოწმემ სასამართლოს მიაწოდა მისთვის ცნობილი ინფორმაცია. ჩვენების შინაარსში არ შემიძლია შევიდე, ვინაიდან, პროცესი დახურული იყო. ერთი ფაქტობრივი გარემოება შემიძლია, მოგახსენოთ, რომ მოწმე გ.ბ.-მ დაადასტურა, რომ მან დაინახა როგორ ურტყამდა მ.კ. დავით სარალიძეს მის ხელთ არსებულ წაწვეტებულ საგანს. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენება შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრალდების მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახლავს. საგნის ზუსტი დასახელება არ მომხდარა, მაგრამ მოწმემ სავსებით გასაგებად აღწერა საგნის პარამეტრები, ფორმა, ზომა, მათ შორის ის პარამეტრები, რომ საგანი იყო წვეტიანი და მას თავისუფლად შეეძლო ის ჭრილობები მიეყენებინა დავით სარალიძისათვის, რა ჭრილობებიც ჰქონდა მიყენებული“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, მოახდენს თუ არა პროკურატურა მოწმის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე რეაგირებას, რომლის მიხედვითაც, დავით სარალიძეს გ.მ.-ც ურტყამდა, პროკურორი აცხადებს, რომ ცალკე გამოყოფილ საქმე კვლავ გამოძიებაშია და ბრალდების მხარე ყველა შესაძლო დანაშაულზე მოახდენს რეაგირებას.

„ამ ეტაპზე განიხილება მ.კ.ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და შემიძლია იმ მიმართულებით ვისაუბრო, რაც მ.კ.-ს ბრალდების საქმეს ეხება. დანარჩენი შეფასდება მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ. ამ საქმიდან გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე ისევ გამოძიებაშია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, შესაბამისად, ბრალდების მხარე რეაგირებას მოახდენს ყველა სავარაუდო დანაშაულის შესახებ, თუმცა, ჯერ ამ საქმეზე უნდა დავამთავროთ მტკიცებულებათა გამოკვლევა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვისაა მსჯავრდებული და მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვით აქვს შეფარდებული. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, ის დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.

წყარო: – მარშალპრესი

თეგები: ხორავას საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved