• რეკლამა
  • კონტაქტი
18:23, პარასკევი, 21 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაუწესეთ სანქციები “ოცნების” რეჟიმის ხელშემწყობებს” – ევროპარლამენტარების წერილი ევროკომისიის პრეზიდენტს

ალია ავტორი - ალია
17:16 11-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

“დაუწესეთ სანქციები “ქართული ოცნების” რეჟიმის ხელშემწყობებს” – ევროპარლამენტარები ევროკომისიის პრეზიდენტს, რსულა ფონ დერ ლაიენს საგანგებო წერილით მიმართავენ.

ცხრა ევროპელი პოლიტიკოსი ივანიშვილის პარტიას ოკუპანტ რუსეთთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

ბოლო ანალიზები აჩვენებს, რომ საქართველო კრიტიკული ქვეყანა, მზარდი”სანქციების ბუშტში” გახდა, რომელიც, უპრეცედენტო შემზღუდავი ღონისძიებების მიუხედავად, უზრუნველყოფს რუსეთის ეკონომიკურ, ლოგისტიკურ და ტექნოლოგიურ გამძლეობას. რე-ექსპორტის არხები იმდენად გაიზარდა, რომ საქართველომ 2024 წელს 2.4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები გაიტანა, აქედან 500 მილიონ დოლარზე მეტი მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში ყაზახეთსა და ყირგიზეთში – ეს არის კლასიკური “არაპირდაპირი მარშრუტები” რუსეთის ბაზარზე, მას შემდეგ, რაც თბილისმა რუსეთსა და ბელარუსში პირდაპირ რე-ექსპორტზე კოსმეტიკური აკრძალვა დააწესა.
რუსეთიდან საქართველოში შემოსული შემოსავლები – მათ შორის ფულადი გზავნილები, ტურიზმი და ექსპორტი – 2023 წელს 3.1 მილიარდ დოლარს აღწევდა, აქედან მხოლოდ ფულადი გზავნილები 1.5 მილიარდი იყო. ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც ჩვენს კავშირში გაწევრიანებას ცდილობს.
საქართველო არა მხოლოდ დაშორდება ევროკავშირის პოლიტიკურ და სარეგულაციო ორბიტას, ის აქტიურად იმკვიდრებს თავს სანქციების გვერდის ავლის ეკოსისტემაში, რომელიც ამაგრებს რუსეთის სამხედრო მანქანას. ეს არ უკავშირდება “საქართველოს საშინაო პოლიტიკას”. ეს ეხება ევროპის უსაფრთხოებას, ჩვენი სანქციების სქემის მთლიანობასა და კავშირის გაფართოების პროცესის სანდოობას.
ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ კანდიდატმა ქვეყანამ შეარყიოს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძვლები: თუ ევროკავშირს შეუძლია, შეზღუდვები დაუწესოს მინსკს, რუსული აგრესიის ხელშეწყობისთვის, მაშინ იგივე სტანდარტები უნდა გავრცელდეს “ქართული ოცნების” რეჟიმის ხელშემწყობებზეც. 
თუმცა, ორი წევრი სახელმწიფო აგრძელებს საბჭოს დონეზე მნიშვნელოვანი ქმედების დაბლოკვას, რაც აუცილებელს ხდის, რომ კომისიამ გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი – განსაკუთრებით ის, რაც ერთსულოვნებას არ მოითხოვს – როგორიცაა შეზღუდვითი ზომები ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში და მკაფიოდ აჩვენოს, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა შეუთავსებელია რუსეთის საომარი ძალის მხარდაჭერასთან”. – ნათქვამია წერილში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება
ახალი ამბები

თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება

14:57 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved