• რეკლამა
  • კონტაქტი
22:21, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაუშვებელია სამართალდარღვევა გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით – კალაძე სახლების დემონტაჟზე

ალია ავტორი - ალია
11:33 12-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მერიის კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ ქონების მიტაცება და იქ შენობა-ნაგებობების განთავსება არ დაუშვას. მისი განცხადებით, სამართალდარღევის ადამიანების გაჭირვებით გამართლება ძალიან ცუდია. ამ თემაზე მან თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“მინდა ყველას შევახსენო კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი, თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ სახელმწიფო ქონებები დავიცვათ მიტაცებისგან და მასზე შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან. დაუშვებელია ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ, ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენდით, რაც ძალიან ცუდია, გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით. მე ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის იმ ოჯახების, იმ ადამიანების ვისაც მართლა უჭირს და სერიოზული პორბლემები გააჩნია. თუმცა შემთხვევით არ არის ის რომ 2020 წლის ბიუჯეტის მესამედი გათვალისწინებულია იმ მიმართულებით, რომ ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა იმ ოჯახებს დავეხმაროთ”, – თქვა კახი კალაძემ. 

მისი თქმით, მომავალ წელს 350 მილიონი სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება. კალაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მიწების მიტაცებას არ დაუშვებენ. მისივე აზრით, თუ ადამიანს თავშესაფარი უჭირს, ეს მიწის მიტაცებას და უკანონო შენობა-ნაგებობის განთავსებას ვერ გაამართლებს.

შეგახსენებთ, რომ მერიამ თვალჭრელიძის ქუჩაზე ნგრევა დღეს, 23 დეკემბერს, დილის 7 საათზე განაახლა. საუბარია 7 ნაგებობაზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved