• რეკლამა
  • კონტაქტი
03:18, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაურეკა, ჩვენს ჯერ არდაბადებულ გოგოს სახელი შევურჩიეო” – ვინ იყო ბიჭი რომელიც ბაღდათში დენმა მოკლა

ალია ავტორი - ალია
16:09 12-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40,571

ლაურა აბრამია, ალია

“რამდენიმე დღის წინ ბაღდათში, ერთ – ერთ მთიან სოფელში, გზის რეკონსტრუქციაზე მომუშავე 22 წლის ბიჭი მუშაობის პროცესში დენის დარტყმის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ხობის რაიონის სოფელ ახალსოფლის მკვიდრი – გოგიტა ბანცაძეა. ბიჭი, რომლის ტრაგედიამაც შეძრა ყველა, რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნებას აპირებდა თურმე, ახალშერთულ მეუღლესთან, ერთი წლის დემეტრესთან და ჯერ არ გაჩენილ მეორე შვილთან, რომლისთვისაც სახელიც თავად შეურჩევია. გოგიტა გამორჩეული იყო ყველასგან, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას დიდი მიზნები და ოცნებები ჰქონდაო, – ამბობენ სოფელში.

 

 

 

 

 

ყველგან მხიარულება და სითბო მოჰქონდაო, ცეკვავდა, მღეროდა, თავისივე სკოლელი ასევე გამორჩეული გოგო, ლიკა შეჰყვარებია და უქორწინია მასზე, იშვიათად ნახავდოთო ასეთ წყვილს, თვალს წყვეტდაო ყველას მათი ერთად გამოჩენა.

 

 

 

 

 

 

იმ ავბედით დღეს უთქვამს, ჩემს ბიჭს ფეხი აუდგამს და მალე მინდა ვნახო როგორ დადისო. მეუღლის ძმა და მისი თანატოლი თორნიკე გვიყვება, განსაკუთრებით უყვარდათ ერთმანეთიო, დღის და ღამის ცვლაში ერთდროულად მუშაობდაო, საახალწლოდ ლიკასთვის განსაკუთრებული სამკაული უნდოდა ეყიდაო, აი, ლიკას გავახარებ, რაც მას მოსწონს იმას ვაჩუქებ და მერე მარტო დღის ცვლაში ვიმუშავებო.

–მეორე შვილის მოლოდინში იყო ოცნებობდა პატარა კიკინებიან გოგოზე, გარდაცვალების წინა დღეს დაურეკა ლიკას და უთხრა ჩვენ ჯერ არდაბადებულ გოგოს სახელი შევურჩიეო – ნენე დავარქვათო – გვიყვება თორნიკე.

პატარა დემეტრეს მამას რომ ხედავდა არავინ უნდოდაო, ახლა ბიძას ამსგავსებს, იმასაც გოგიტასავით წვერი აქვს ის გონია და ეხუტება, არ შორდებაო… რაც შეეხება ტრაგედიას, ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის, თვითმხილველების თქმით კი მოხდა ასეთი რამ, სოფლის დენის გამანაწილებელ ტრანსფორმატორს, რომელიც ფაქტიურად გზაზე დგას,

(ფოტო ადგილიდან)

მუშაობის პროცესში გამოედო რკინის გრძელი ნაწილი, რომელიც გარდაცვლილს ეჭირა ხელში და გადაიტანა დიდი სიმძლავრის დენი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ფაქტი კი უმძიმესი და გამოუსწორებელია, ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ოცნებებით, სიკეთით და სიყვარულით დახუნძლული, კარგად აღზრდილი, სამეგობროს და სოფლის საამაყო ბიჭი, რომელიც თურმე ყველა სუფრაზე სამშობლოზე, სიყვარულსა და სიკეთეზე მღეროდა, აღარ არის.

თეგები: ბაღდათიგოგიტა ბანცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved