• რეკლამა
  • კონტაქტი
11:02, პარასკევი, 2 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს, ვინ და როდის, და რა ფორმალური მიზეზით მოაწერა ხელი ამ ღალატს“ – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
17:27 08-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,699
„ახალის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასა და ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განმარტებას ეხმაურება:
„დღეს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტი, ბენზინი შედის. მისი განმარტებით, საწვავის მწვავე კრიზისის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა არა სახელმწიფოს, არამედ კერძო ბიზნესის ინიციატივით, რაც შესაბამისობაშია ოკუპაციის შესახებ კანონთან.
საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” ზოგადად კრძალავს ეკონომიკურ საქმიანობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან უშუალო, არაავტორიზებული გზებით და ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას კონკრეტული დარღვევებისთვის. თუმცა კანონი ითვალისწინებს გამონაკლისებსაც, როგორც წესი, ჰუმანიტარულ მიზნით და მთავრობის მიერ ავტორიზაციით.
შესაბამისად, საქმე გვაქვს, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ წინასწარ ნებადართულ ქმედებასთან, რისი საფუძველიც და თანხმობის მიცემის დრო და დასაბუთება საზოგადოებისთვის უცნობია.
იმ ვითარების გათვალისწინებით,
 რომ რუსული საომარი მანქანა მწვავედ განიცდის საწვავის დეფიციტს, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსული სამხედრო ბაზები,
 რომ ივანიშვილის რეჟიმი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხაზგასმულად და მიზანმიმართულად მიუთითებს რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობზე,
 რომ საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული ინტერესების გათვალისწინებით, ასევე, რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციების გათვალისწინებით, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე საწვავის შეტანა ვერ ჩაითველბა კანონით დაშვებული ჰუმანიტარული ან სოციალ-ეკონომიკური მიზნებით გამართლებულად,
ცხადი ხდება, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დღეს აღიარა, რომ მათი ნებართვით (და საერთოდაც, მათ მიერვე) ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც
 არღვევს საქართველოს კონსტიტუციას,
 არღვევს დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს,
 მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას მისთვის სტრატეგიული დანიშნულების პროდუქტის მიწოდების გზით.
დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს,
რომელი ბიზნეს სუბიექტის მეშვეობით მოხდა ეს ყველაფერი
კონკრეტულად ვინ და როდის, და რა ფორმალური მიზეზით მოაწერა ხელი ამ ღალატს“
თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები
ახალი ამბები

როდის არის თავბრუსხვევა საგანგაშო? — ოტორინოლარინგოლოგ ინგა გოგიას რჩევები და დიაგნოსტიკის თანამედროვე გზები

18:21 10-01-2026
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
ახალი ამბები

AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე

14:35 10-01-2026
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
ახალი ამბები

თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ

14:30 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved