• რეკლამა
  • კონტაქტი
18:42, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაუბრუნეთ “აუტანელი” ბავშვები “საზიზღარ” მასწავლებლებს…”

ალია ავტორი - ალია
17:58 10-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ხატია შველიძე:

“სკოლაში უნდა იყოს ქაოსი და მე მის მოსაწესრიგებლად ათასგვარ საშუალებას უნდა ვეძებდე. უნდა დავსდევდე ორმეტრიან ბიჭებსა და გაპრანჭულ გოგონებს კუთხე -კუნჭულ ,ზოგს მორალს უნდა ვუკითხავდე კომუნისტი მასწავლებელივით ,ზოგს- ვებაზრებოდე ქუჩის ბიჭივით. სკოლაში უნდა იყოს ქაოსი- ზარის დარეკვას ვერ გებულობდნენ დასვენებაზე გამოსული გოგო-ბიჭები ,მე კი უნდა ვერეკებოდე გაკვეთილებზე . ზოგს სინდისი უნდა აღვუძრა , ზოგს უნდა ვეშპილკავო და საქმე ვურჩიო ,რა ,რატომ და როგორ… ახმახ ბიჭებთან მეგობრულ საუბარში შეუმჩნევლად ფეხის წვერებზე უნდა ვიწეოდე, ქურთუკზე სიგარეტის სუნი რომ ვიგრძნო და მერე გემრიელად ვჯორავდე, როგორ გაიპარა სკოლის გარეთ და ეს რა გააკეთა ,როგორ მოსჭრა თავი წინაპრებს. ვუხსნიდე,როგორ იუბედურებს ჯანმრთელობას და ილპობს ფილტვებს. იმან ერთ ყურში უნდა შეუშვას, მეორიდან გამოუშვას ,რომ მე კიდევ ერთხელ დავასკვნა:

– აჰა ,შეაყარე-მეთქი კედელს ცერცვი! სკოლაში უნდა იყოს ქაოსი – კუთხე-კუნჭულ ატუზულ შეყვარებულ წყვილს ჩემს დანახვაზე ელეთ-მელეთი უნდა მოსდიოდეს და მე კარგად ვმალავდე მათი დანახვისგან მოგვრილ ღიმილს, სახეზე წარბი უნდა ავწიო და ვითომ მკაცრი მასწავლებლის ფეხსაცმლის კაკუნით გავიარო ,მერე კი ყური მივუგდო მათ ჩურჩულს:

-“აუ, დაგვინახა? ახლა დედაჩემს რომ უთხრას?”

სკოლაში უნდა ვაშველებდე საჩხუბრად შეღერებულ ბიჭებს ,რომელთაც ჩემთვის ვითომ გაურკვეველი მიზეზით გაკვეთილზე დაიწყეს მამლაყინწობა . მერე ვაფიცებდე დედას ,რომ აპატიონ ერთმანეთს ან სხვა ჯერ კიდევ გაურკვეველ მეთოდებს ვეძებდე მათ დასაშოშმინებლად ,რადგან წინა მამლაყინწებს ესენი არ ჰგვანან და იგივე მეთოდი არ გამომადგება . სკოლაში უნდა იყოს ქაოსი -ჩემს გაკვეთილზე უნდა ვალაგებდე დერეფნებში დაწყებულ არეულობებს, ჩემებური ლიტერატურით ვტრუნავდე , სასიტყვეთში ვამოგზაურებდე და თან თვალებში ვკითხულობდე, ვისზე რამ იმოქმედა ემოციურად ,რომ მერე ხელისგულზე დადებული მათი სულიერი სამყაროს შესახებ ჩემ თანამშრომლებს ,ბავშვების მშობლებსა და ათას სხვა ნაცნობს ვესაუბრო : – აი ,მე რომ უცუღლუტესი გიორგი მყავს…

– ჩემმა პროტესტანტმა მარიამმა თქვა… სკოლაში უნდა იყოს ქაოსი და ამ ქაოსის მოგვარებაში მე დაქანცული დავრბოდე. უნდა მეშლებოდეს ხანდახან ,რომ ღამეები ვათენო დარდით, ეს როგორ შემეშალა ? !ამ მაიმუნს რა ვუყო ?! იმ ქალბატონს როგორ ავუტოკო ნერვი?! ხანდახან იდიოტური დასკვნაც უნდა გამომქონდეს :- არა ,რა ,ამისგან არაფერი არ დადგება -მეთქი ,უნდა ვკაპასობდე,წლების მერე კაცად და ქალად შემდგარს რომ ვნახავ ,კიდევ ერთხელ ვინანო და ამით საკუთარი თავი გავზარდო. წესრიგიან ,დავარცხნილ, დალაგებულ სკოლაზე სევდიანი არაფერია ! დაუბრუნეთ თავიანთი “აუტანელი” ბავშვები თავიანთ ” საზიზღარ ” მასწავლებლებს..”

gmtv.ge

თეგები: განათლება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved